მეგან მარკლის და მისი ყოფილი მეუღლის საცხოვრებელი სახლი 1,8 მილიონ დოლარად იყიდება (ვიდეო)

16:00 08-07-2019
321

მეგან მარკლის ლოს-ანჟელესში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომლის ღირებულება 1,8 მილიონი დოლარს შეადგენს, გასაყიდად გამოიტანეს! 

 width=600

სწორედ ამ სახლში ცხოვრობდნენ, სანამ ჯერ კიდევ მსახიობი იყო მეგან მარკლი და მისი ყოფილი ქმარი ტრევორ ენგელსონი.

width=600

საცხოვრებელი სახლი ლოს – ანჯელესში, ჰენკოკის პარკის ისტორიულ უბანში მდებარეობს, სადაც წყვილი ტორონტოში ახალ სახლში გადასვლამდე ცხოვრობდა.

width=600

სახლი გასაყიდად, პირველად 2017 წელს გამოიტანეს. ჰოლივუდის სტანდარტების მიხედვით, სახლის ზომები, არც თუ ისე დიდია - ბინის საერთო ფართი, 210 კვადრატული მეტრია.

width=600

ორსართულიან შავ-თეთრ სახლს აქვს სამზარეულო, დიდი მისაღები ოთახი ბუხრით და კიდევ ერთი, პატარა სასტუმრო ოთახი პირველ სართულზე, მეორე სართულზე, სამი საძინებელი საგარდერობე ოთახებთან ერთად და სამი სველი წერტილი.

width=600

 როგორც სახლის ფასადი, სახლის ინტერიერი, ასევე შავ – თეთრ პალიტრაშია გადაწყვეტილი - ბალიშების, ხალიჩების და ფერწერული ტილოების ნათელი აქცენტებია.

width=600

იატაკი დამზადებულია ბუნებრივი ხის პარკეტისგან, ხოლო სამზარეულო და აბაზანები გაფორმებულია მარმარილოს და ოქროს სარკეებით. შეიძლება ითქვას სამეფო სახლია!

width=600

  width=600

 

ავტორი: რუსა ღვანიძე