აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაულია - გია გაჩეჩილაძე

12:20 08-08-2019
92

2008 წლის აგვისტოს ომით ქვეყანამ დაკარგა როგორც სამხედრო ასევე ეკონომიკური და სტრატეგიული ობიექტები, - ამის შესახებ „პრაიმტაიმის პრესკლუბში მწვანეთა პარტიის ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მან აგვისტოს ომის ქრონოლოგია გაიხსენა და აღნიშნა, ეს ომი გახლდათ „რუსთვაი 2„-ის პიარით მიღებული.

„ეს ომი გახლდათ „რუსთვაი 2“-ის პიარით მიღებული და ნაციონალური მოძრაობის მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული. რომელმაც ოკუპანტ ქვეყანას მისცა საშუალება თავის პოზიციები გაეძლიერებინა, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით  ასევე სამხედრო კუთხითაც. სამხედრო თვალსაზრისით რუსეთმა აღადგინა თავისი ბაზები, ხოლო რაც შეეხება ეკონომიკას სააკაშვილმა რუსებს გადასცა სტრატეგიული და ენერგეტიკული ობიექტები. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში თუ არ ჩავთვლით სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის მოქმედებებს 1921 წელს“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს უშიშროების საბჭოს არ შეაყობინა და დაუმალა რუსეთის მიერ დაწყებული აგრესია.

„საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის აგრესიასთან დაკავშრებით არ შეიტანა განაცხადი გაეროს უშიშროების საბჭოში. ჩვენ როგორც გაეროს წევრი ქვეყანა ვალდებულნი ვიყავით გაეროს წესდებით, როგორც კი სამხედრო აგრესიის ნიშნები გაჩნდებოდა მიგვემართა გაეროს უშიშროების საბჭოსთვის. ეს საბჭო სწორედ მაგიტომ არსებობს, რომ ესეთი კონფლიქტები შეაჩეროს ეს დაუმალა საერთაშორისო ორგანიზაციებს მაშნდელმა ხელისუფლებამ და თქვენ წარმოიდგინეთ  უშიშრტოების საბჭოში განაცხადი პირველმა რუსეთმა შეიტანა“,- განაცხადა მწვანეთა ლიდერმა.

გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე მხარის დაჭერა იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული.

„2008 წლის ოქტომბერში ევროსაბჭოს რეზოლუცია იყო მიღებული. რომელშიც ნაციონალური მოძრაობაც მონაწილეობდა და ამ რეზოლუციით გაუპრავეს რუსეთს ის ყველაფერი რაც მათ ჩაიდინეს საქართველოს წინაშე, რეზოლუციაში ჩაიწერა პირდაპირ, რომ საქართველომ  დაიწყო შეიარაღებული მოქმედებები, რომლის საპასუხოდაც რუსეთმა გამოიყენა ძალა“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.