დღეს, ტაივანი და იაპონია პოტენციური სუპერ ტაიფუნისთვის ემზადებიან, რომელიც მე -3 კატეგორიის ქარიშხალს ექვემდებარება - ვიდეო

12:38 08-08-2019
232

ტაივანი და იაპონია, დღეს საღამოს პოტენციურ სუპერ ტაიფუნისთვის ემზადებიან.

width=600

„CNN“-ის ინფორმაციით, ტაივანის და იაპონიის მაცხოვრებლები ტაიფუნ „ლეკიმას“ მოახლოებისთვის ემზადებიან. ის, იაპონიის კუნძულებს დღეს მიუახლოვდება, რომელიც შესაძლებელია, სუპერ-ტაიფუნი გახდეს. 

width=600

წყნარ ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, გუშინ საღამოს ტაიფუნის „ლეკიმა“ 205 კილომეტრი საათში ქარის სიჩქარით გამძაფრდა(საათში დაახლოებით 127 მილი), რაც, მე -3 კატეგორიის ქარიშხალს ექვემდებარება.

სავარაუდოდ, დღეს საღამოს სუპერ ტაიფუნად გადაიქცევა - ქარის სიმძლავრე - 240 კმ / სთ სიჩქარეს(დაახლოებით 150 კმ / სთ) მიაღწევს.

იაპონიის სამხრეთით მდებარე რიუკიუს კუნძულები, რომლებიც ტაივანის ჩრდილოეთით, იაპონიის კუნძულ კიუშუამდე ვრცელდება, ტაიფუნი, სავარაუდოდ ხუთშაბათს ღამით გააქტიურდება. კუნძულების ქსელში ჩაერთვება ოქინავა, რომლის მოსახლეობა - 1,4 მილიონია.

width=600

წყნარი ოკეანეში დასავლეთ ნაწილში, „ლეკიმა“, მეოთხე ტაიფუნია ამ კვირაში - გასულ კვირას, ტაიფუნმა „ვიფამ“, ძლიერი ქარიშხლები და წვიმები მოუტანა ჩინეთს, სამშაბათს იაპონიაში, ტაიფუნი „ფრანცისკო“ მძინვარებდა, ამჟამად კი, ტიფუნი „კროზა“, წყნარ ოკეანეში ნელ-ნელა ყალიბდება, რომელიც სავარაუდოდ, შემდეგ კვირას, იაპონიაში მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ აზიაში, სუპერ ტაიფუნი ბოლოს, გასული წლის სექტემბერში მძინვარებდა, როდესაც სუპერ ტაიფუნმა „მანგჰუთმა“ გაანადგურა ჩინეთი, ჰონგ კონგი და ფილიპინები. მილიონობით მაცხოვრებელი ევაკუაცია განხორციელდა, სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა.

მთლიანობაში იაპონია და ტაივანი კარგად არის გამაგრებული და აშენებული, რათა გაუძლონ ქარიშხლებს, - ამის შესახებ ისაუბრა, CNN მეტეოროლოგმა ტეილორ ვარდიმ. მაგრამ ტაიფუნის ყოველწლიურ სეზონებს, მაინც მოაქვს ქაოსი - გასულ ზაფხულს, იაპონიას, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს, რის შედეგადაც მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა. სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, ტაიფუნი „ტრაიმი“ ტაივანსა და რიუკიუს კუნძულებზე მძნვარებდა, რაც ძალიან ჰგავს ტაიფუნ „ლეკიმას“, რომლის გამოჩენას უახლოეს დღეებში ელოდებიან.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე