„სრული სიხარულიდან მწუხარებამდე“ - მილა იოვოვიჩი მესამე შვილს ელოდება

14:29 08-08-2019
276

მილა იოვოვიჩი მესამე შვილს ელოდება - მსახიობმა ინფორმაცია, „Instagram“- ის გვერდზე გააზიარა.  

width=600

ორი ქალიშვილის დედა, რომელმაც წარსულში, ბავშვის დაკარგვა რთულად გადაიტანა, დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა ამ ტრაგედიას, მხოლოდ ახლახანს მოუყვა საზოგადოებას იმის შესახებ, თუ როგორ გაიარა მან ეს წლები. მაგრამ ახლა სამწუხარო ამბები, სასიხარულო ამბავმა შეცვალა: მსახიობი ფეხმძიმედაა და მესამე შვილს ელოდება - სხვათა შორის, ეს იქნება - გოგონა.

width=600

„ისევ მობრძანდა. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ 13 კვირის ფეხმძიმე ვიყავი, გრძნობების ნაზავი სევიგრძენი - სრული სიხარულიდან მწუხარებამდე. ჩემი ასაკის და ბოლო ორსულობის დაკარგვის გამო, არ მინდოდა ამ პოტენციურ ბავშვთან, ძალიან სწრაფად მიბმა. ეს აშკარად არ იყო სახალისო, და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მე და ჩემი ოჯახი, „ქინძისთავებზე და ნემსებზე“ ვცხოვრობდით, ველოდებით სხვადასხვა გამოვლენის შედეგებს და დროის უმეტეს ნაწილს ექიმების კაბინეტებში ვატარებდით. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად არის - შევიტყვეთ, რომ გოგონა გვყავს! ”ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ და ჩემს შვილს წარმატებებს ვუსურვებ! ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით და ჩემს წარმატებებს გაცნობებთ. გკოცნით, მილა,“ - წერს მსახიობი ინსტაგრამზე.  

შეგახსენებთ, რომ 43 წლის იოვოვიჩი 10 წლის წინ, რეჟისორ პოლ ანდერსონზე დაქორწინდა . ისინი ერთად მუშაობენ და ორ ქალიშვილს ზრდიან -11 წლის ევა გაბო ანდერსონი და 4 წლის დაშიელ ედენ იოვოვიჩ-ანდერსონი.

width=600

იოვოვიჩი ახლა უკვე მესამედ არის დაქორწინებული. 1992 წელს, იგი მსახიობ შონ ენდრიუსზე დაქორწინდა, 1997 -1999 წლამდე - რეჟისორ ლუკ ბესონზე, 2009 წელს იგი დაქორწინდა პოლ ანდერსონზე, რომელსაც ქორწილამდე შვიდი წლით ადრე შეხვდა. 2017 წელს მილას, ორსულობის მეოთხე თვეში, ნაადრევი მშობიარობის გამო, გადაუდებელი აბორტი დაჭირდა. 

ავტორი: რუსა ღვანიძე