ექიმებს ეხვეწებოდა - გადამარჩინეთ, შვილი უნდა შემეძინოსო - ეს ლიზია, ომის გმირის შვილი

17:06 08-08-2019
816

ფოტოზე გოგო წითელი ვარდით ლიზია. დღეს მას შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლეს. პატარა გოგო მამის დაღუპვის შემდეგ დაიბადა.

ლიზის შესახებ სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ელზა ჯაფოშვილი წერს.

გაზეთ „პრაიმტაიმის“ პროექტში „გმირი“ - ლიზის გმირი მამის შესახებ წერია. სწორედ ამ წიგნში წაიკითხავთ მის უკანასკნელ სიტყვებს, როდესაც ის ექიმებს გადარჩენას ევადრებოდა: „გადამარჩინეთ, შვილი უნდა შემეძინოსო“. 

„მისი მამა 22 წლის ასაკში, 2008 წლის აგვისტოში ფოთის დაბომბვის დროს დაჭრილი ზვიად ბარბაქაძე ექიმებს ეხვეწებოდა - გადამარჩინეთ, შვილი უნდა შემეძინოსო...

ლიზი დაიბადა, სიცოცხლე გრძელდება ...

ლიზის ძარღვებში ოსური სისხლიც არის. გარდაცვლილი გმირის დედა წარმოშობით ოსია.

ამ ომში დროებით ყველამ წავაგეთ ოკუპანტი იმპერიის გარდა!

მცირე ერები იმპერიებთან ერთიანობით და ერთად დგომით იმარჯვებენ და ასეც იქნება. იმპერიები ჩნდებიან, აღზევდებიან და ქრებიან - გენი, რასაც ლიზი აგრძელებს, მხოლოდ ეს არის უწყვეტი და დაუმარცხებელი!“, - წერს ელზა ჯაფოშვილი.