ნუცა კუხიანიძე - “გაისად შევხვდებით სოხუმში - ჩემს დაბადების დღეზე, ვისურვებდი მყარად ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით!“

17:20 08-08-2019
379

მსახიობი ნუცა კუხიანიძე, დღეს იუბილარია. რამდენიმე წუთის წინ, საკუთარი დაბადების დღესა და 8 აგვისტოს დაწყებული ომის შესახებ, მსახიობმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას ერთმანეთის გვერდით დგომისკენ მოუწოდა:

width=600

“დღეს ჩემი დაბადების დღეა და დღე, როდესაც დაიწყო ომი, 11 წლის წინ, თუ სამასი, თუ აღარ ვიცი უკვე. სულ ომია და საქართველო, სულ იბრძვის თავისუფლებისთვის. ჩემი ყველაზე ახლობლები ეწირებოდნენ და დღემდე ეწირებიან ამ იდეას. 37 წელს ბაბუაჩემი დახვრიტეს, ლევან აბაშიძე 1992 აფხაზეთში დაიღუპა, ბიძაჩემი, ნიკუშა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, გულმა ვეღარ გაუძლო იმდენს იბრძოდა, ყველას გვყავს ასეთი ახლობლები, ყველა რეპრესირებულები ვართ, ყველას დამონებას ცდილიბენ, ამ ჩაკეტილ წრეში ჩატოვებას. დღეს რაც ხდება პირდაპირ სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის, ქვეყნის მტრისთვის გადაცემის, დაღუპული გმირების შეურაცხყოფის და სიბნელის დამკვიდრების ღია მცდელობაა, ღია კი არა მხოლოდ, საკმაოდ აგრესიული და სამარცხვინო!

და დღეს, ჩემს დაბადების დღეზე, ვისურვებდი იმას, რომ ჩვენ, მყარად ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულები, მიუხედავად ყველა პატარ-პატარა უთანხმოებებისა, ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იმ მტრების წინააღმდეგ რომლებიც გარედან თუ შიგნიდან ცდილობენ ჩვენთვის თავისუფლების წართმევას, მე მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ! მადლობა მინდა გადავუხადო, ყველა იმ მართლაც გმირს, რომელიც დღეს დაუზარლად იბრძვის, როგორც შეუძლია, იბრძვის სინათლისთვის და გვაძლევს მაგალითს, მე მჯერა, რომ სინათლე არის სიმართლე და ის აუცილებლად იქნება გამარჯვებული! ამას ვისურვებდი და ამას ველოდები! და როგოც ბიძაჩემი იტყოდა “გაისად შევხვდებით სოხუმში“ - წერს ნუცა კუხიანიძე.

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე