თელავში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

21:04 08-08-2019
78

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - არჩილ თხლაშიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. მათ ყვავილებით და სანთლებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირის - ზურაბ ბალაშვილის საფლავი.

ზურაბ ბალაშვილი 1981 წლის 17 დეკემბერს სოფელ ნაფარეულში დაიბადა. 18 წლის ასაკში ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა, რის შემდეგაც, სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა. 2002 წელს გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო. მსახურობდა ერაყში.
2008 წლის 9 აგვისტოს, სოფელ ნიქოზზე მიტანილი რუსული საავიაციო შეტევისას სასიკვდილოდ დაიჭრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე.