ადიგენში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

21:15 08-08-2019
32

ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირებიგაიხსენეს.

მემორიალი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილმა, გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებმა და მერიისა და საკრებულოს  წარმომადგენლებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

ჭულეს წმინდა გიორგის სახელობის  მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა ანთიმოზმა  გმირებს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდიგადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს რუსეთ- საქართველოს ომში გარდაცვლილი სამი გმირის სახელი მინიჭებული აქვს დაბა ადიგენის ქუჩებს.