უნიკალური ოპერაცია - ისრაელის ექიმებმა თავის ქალაში წარმოქმნილი სიმსივნე ცხვირიდან ამოიღეს

12:04 08-12-2019
989

ექიმებმა, უნიკალური ოპერაციის შედგად, გადაარჩინეს რუსი გოგონა, რომელსაც თავის ქალაში წარმოქმნილი სიმსივნე, ცხვირიდან ამოუღეს.

width=600

ისრაელის „შნაიდერის“ საავადმყოფოს ქირურგიულმა ჯგუფმა, 7 წლის გოგონას ჯანმრთელობა, 40 საათში დაუბრუნა.

გოგონას თავის ქალაში, იშვიათი სახეობის სიმსივნე ჩამოუყალიბდა, მაგრამ ქირურგებმა, რთული ამოცანის გადალახვა შესძლეს. მათ, ამოიღეს სიმსივნე ისე, რომ გოგონას, გარეგნულად, საერთოდ არ დაეტყო - სიმსივნე, ცხვირის მეშვეობით ამოიღეს.

width=600

გოგონას თავის ქალაში წარმოქმნილი სიმსივნე, ჩოგბურთის ბურთის ზომა აღმოჩნდა. ეს არის ქორდომა(chordaoma) - შემაერთებელი ქსოვილის იშვიათი ტიპის  სიმსივნე, რომელიც ვითარდება ზურგის სიმის ნაშთისგან, ლოკალიზდება უმთვრესად თავის ქალის ფუძეში, ზოგჯერ კი შეიძლება ავთვისებიანად მიმდინარეობდეს(გვხვდება, მილიონიდან 1 ბავშვში). 

 გოგონას მკურნალობა, კომპლექსურმა სამედიცინო ჯგუფმა ჩაუტარა, რომელშიც შედიოდნენ ნეიროქირურგები, ENT ექიმები, პედიატრიული ანესთეზიოლოგები და ელექტროფიზიოლოგები. ოპერაციის დაგეგმვას, დიდი დრო არ დასჭირდა. გუნდში შედიოდა საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი ამირ კერშენოვიჩი.

width=600

პირველ დღეს, 19 საათის განმავლობაში, ექიმებმა სიმსივნის უმეტესი ნაწილის ამოღება მოახერხეს. მეორე დღეს კი, ექიმებმა თავი კისერზე დააფიქსირეს, რასაც 4 საათი დასჭირდა. ოპერაციას დაესწრო „ბეილინსონის“ საავადმყოფოს ნევროზული ქირურგიის განყოფილების უფროსი ექიმი, დენის პუშკოვი და „ბეილინსონის“ საავადმყოფოს ENT განყოფილების ცხვირისა და სინუსის კლინიკის ხელმძღვანელი ექიმი ეიტან სუდრი.

”ასეთი სიმსივნეები ძალიან იშვიათია, გუნდის წევრების კვალიფიკაციისა და გამოცდილების წყალობით - ქირურგები და პედიატრიული ანესთეტიკოსები - მათ შეძლეს ცხვირის მეშვეობით სიმსივნის ამორება და რაც მთავარია, ბავშვის სიცოცხლე გადავარჩინეთ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ოპერაციის შემდეგ ზოიას, ასეთ კარგ მდგომარეობაში ვხედავ,” - ამბობს ექიმი. 

პირველი ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ, ექიმებმა 17 საათის განმავლობაში „ქორდომის“ დარჩენილი ნაწილის ამოღება შესძლეს - სანამ ისინი მთლიანად არ ამოკვეთეს.

”საბედნიეროდ, წინასწარი შეფასებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ოპერაცია ნაკლებად ინვაზიურად, თავის ქალას უკანა მხარეს გახსნის გარეშე ჩაგვეტარებინა,” - ამბობს ექიმი კერშენოვიჩმა.

ოპერაციის შემდეგ, ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაგზავნეს, იქიდან კი, ქირურგიულ განყოფილებაში.

width=600

მალე პატარა გოგონა რუსეთში დაბრუნდება. დედამ მადლობა გადაუხადა ისრაელის ექიმებს და განაცხადა:

მადლობელი ვარ, სამედიცინო გუნდის ყველა წევრის. ექიმებმა მათ გადაარჩინეს ჩემი ქალიშვილის სიცოცხლე, როცა სხვა ქვეყნებმა მის მკურნალობაზე, უარი განაცხადეს - ამბობს პაციენტის დედა.

ავტორი: რუსა ღვანიძე