ტიმოთი ჯონს-უმცროსს, რომელმაც მეუღლესთან შურისძიების გამო ხუთი შვილი მოკლა, სასამართლომ, სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა.
განრისხებულმა მამამ, საკუთარი ხუთი შვილი მას შემდეგ მოკლა, რაც გაარკვია, რომ მის მეუღლეს ურთიერთობა ჰქონდ საყვარელთან.
ტიმოთი ჯონს-უმცროსს, უმაღლესი საჯელი სიკვდილით დასაჯა ემუქრება შვილების - 8 წლის მერის, 7 წლის ელიასის, 6 წლის ნახტანის, 2 წლის გაბრიელის და 1 წლის აბიგაილის მკვლელობისთვის, რომელიც სამხრეთ კაროლინაში, საკუთარ სახლში ჩაიდინა.
მან ერთ-ერთი შვილი ცემით მოკლა, ხოლო დანარჩენი ოთხი მოგუდა. ამის შემდეგ, მათი გვამები პლასტმასის ჩანთებში გაახვია და ერთი კვირის განმავლობაში გადამალული ჰქონდა.
პოლიციელების ცნობით, 2014 წლის 10 აგვისტოს მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჯონსმა ცხედრები სოფლის ფერდობზე, ალაბამაში, კემბდენთან ახლოს დაკრძალა.
„სასამართლო პროცესის განმავლობაში, პროკურორებმა ნაფიც მსაჯულებს აჩვენეს დამადასტურებელი სია, რომელიც სავარაუდოდ ჯონსის მიერ იყო დაწერილი და სადაც მითითებული იყო, თუ როგორ უნდა დაენაწევრებინა ცხედრები,“ - იტყობინება „WLTX“.
ერთ-ერთ ხელნაწერში ნათქვამია: „წადი ბანაკში. სხეული დაანაწევრე!“ - დაწვი ორგანოები.
ჯონსი, თავს უდანაშაულოდ ცნობს და მიზეზად, ჭკუასუსტობას ასახელებს.
ის 2014 წლის 6 სექტემბერს, მისისიპის შტატში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ნასვამ მდგომარეობაში, მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც პოლიციელებმა საშინელი სუნი იგრძნეს, რომელსაც მათ სიკვდილის სუნი უწოდეს.
Cadillac Escalade SUV- ის ჩხრეკისას, პოლიციამ ქიმიკატებით სავსე ვედრო, სისხლი და ბავშვების ტანსაცმელი აღმოაჩინა.
პირველმა მოადგილემ მარტ პატერსონმა სასამართლოს განუცხადა: ”როდესაც მე ესკალატს (ჯონსის „კადილაკი”) მივადექი, ფანჯარა დაკეტილი იყო. უსიამოვნო სუნი ვიგრძენი - ეს იყო რაღაც გაფუჭებულის მსგავსი. მე მას, „სიკვდილის სუნი“ ვუწოდე“.
მისისიპის პოლიციის თანამშრომლებმა, მომდევნო სამი დღის განმავლობაში, ჯონსის მამის, ტიმ ჯონს-უფროსის დახმარებით, დაკითხეს ჯონსი და საბოლოოდ აიძულეს იგი, ეღიარებინა თავისი ხუთი შვილის მკვლელობა.
პატერსონის თქმით, მან პოლიციას განუცხადა, რომ გვამებით სავსე ჩანთები ალაბამას სიახლოვეს დატოვა, რაც დაახლოებით 200 მილია იმ ადგილიდან, სადაც დააკავეს.
მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჯონსს შიზოფრენია აქვს და მიუთითეს მრავალი ფაქტორი, როგორიცაა მაგალითად ნარკოტიკების გამოყენება.
ამასთან, პროკურორებმა ჯონსი მოძალადე მამად წარმოაჩინეს და ირწმუნებიან, რომ იგი ხშირად, ფიზიკურ აქტივობებს იყენებდა - დასჯის ისეთ ფორმას, როგორიცაა აზიდვები და ყვინთვები.
37 წლის ჯონსი, ინჟინერ-პროგრამისტად მუშაობდა და ამის გამო, განქორწინების შემდეგ, შვილების მეურვეობა მიიღო.
როგორც მარტოხელა მამა, კომპიუტერების ინჟინერი, მუდამ იბრძოდა - სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ცნობით, მათი თანამშრომლები, სამ წელიწადში ათჯერ ეწვივნენ მის სახლს.
მამას, რომელსაც ბრალად ედება საკუთარი ხუთი შვილის მკვლელობა, სასამართლომ, სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.