იტალიის რამდენიმე პროვინციაში ჰაერის ტემპერატურა 51°C დაფიქსირდა

12:29 08-13-2019
161

იტალიის რეგიონალური საინფორმაციო გაზეთ „Paradise in Puglia“-ის ინფორმაციით, იტალიის რამდენიმე რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ 51°C-ს მიაღწია.

width=600

„ВВС“-ის წყაროს ცნობით, 51 გრადუსი ტემპერატურა გალატინას, ბრინდისის და ფოჯას პროვინციებში დაფიქსირდა. 

 width=600

„Rainews“- ის ინფორმაციით  ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებელი - 51 გრადუსი დაფიქსირდა მარინა დი ჯინოსაში (ტარანტო), 50 გრადუსი - ლატინოში, გრაცანისეში (კაზერტა),

width=600

და კაპო კარბონარაში (კალიარი), 49 გრადუსი - ლეჩე გალატინაში, ტრაპანში და კაპო ფრასკაში (სამხრეთ სარდინია).

width=600

საჰაერო ძალების ინფორმაციით, ეს არის ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც შუადღეს დაფიქსირდა.

width=600

მაღალი ტენიანობის, მზის ძლიერი გამოსხივების და ვენტილაციის არარსებობამ, იტალიაში ეს დღე, ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ დღედ გამოცხადდა. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე