რამდენიმე დღის წინ, ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი, რეპერ კანე უესტის „საკვირაო მსახურებას“ დაესწრო.
კანე უესტის საკვირაო მსახურება, შეიძლება სტანდარტული რეჟიმში შესრულებულიყო, რომ არა ბრედ პიტის გამოჩენა.
იცოდა თუ არა კანემ, მეგობრის ახლო ვიზიტის შესახებ, ამის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი. მაგრამ უესტისა და მისი რელიგიური ინიციატივის თაყვანისმცემლები აშკარად გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც უოტსში - ლოს-ანჟელესის სამხრეთით მდებარე რაიონში, „საკვირაო მსახურების“ დროს ჰოლივუდის მსახიობთან ერთად იხილეს.
თავად ბრედ პიტი მხიარულად საუბრობდა კანესთან, რის შემდეგაც იგი ხალხს შეუერთდა, რომლის წევრებიც სელფის გადაღებას სთხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში, კანემ ახალი მუსიკალური პროექტი - საკვირაო მსახურება წამოიწყო, რომელშიც იგი დახურულ კონცერტებს, სახარების გუნდის თანხლებით ახორციელებს.
წარმოდგენები სტილიზებულია, როგორც საეკლესიო მსახურება. საკუთარი სიმღერების გარდა, უესტი ასევე რელიგიურ მუსიკას ასრულებს. მან უკვე გამართა მსგავსი სამსახურები Coachella- ს ფესტივალზე, აღდგომის დროს და ასევე გადაწყვიტა, ლოს ანჯელესში საკუთარი ეკლესიის გახსნა.