როგორ გამოიყურება ალენ დელონი ინსულტის და „გარდაცვალების“ ჭორების შემდეგ

17:28 09-05-2019
640

ცნობილი ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის ვაჟი აცხდებს, რომ მამა ცოცხალია და ჯანმრთელად არის.

მან, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოიყურება, ინსულტის შემდეგ, მისი ვარსკვლავი მამა.

სურათი, ალენ-ფაბიენის „Instagram“- ის გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ასახულია ოდნავ გამხდარი, მაგრამ მომღიმარი 83 წლის მსახიობი და მისი 25 წლის მემკვიდრე.

„ყოველდღე პროგრესია. ვერც კი ვიოცნებებდით, ასეთი გამოჯანმრთელების შესახებ. მან, მადლობა გადაგიხადათ იმ გულწრფელი მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ გაუწიეთ, ” - წერს ფოტოზე დელონ უმცროსი.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში, ალენ დელონმა ინსულტი გადაიტანა. ამ შემთხვევამ გამოიწვია სისხლდენა და არასასურველი სისიხლის ნაწილაკების დაგროვება ორგანიზმში, ამის გამო, მსახიობი, შვეიცარიის ელიტარულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ვარსკვლავის ინსულტის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში გავრცელდა. უამრავი თაყვანსმცემელი, მისი გარდაცვალების შესახებ, ცრუ ინფორმაციებს ავრცელლებდა.  16 აგვისტოს კი, კითხვამ - ალენ დელონი გარდაიცვალა?- პიკს მიაღწია.

ავტორი: რუსა ღვანიძე