კანაფის სპეციალისტი - ისრაელში სამედიცინო მარიხუანის შემსწავლელი ფაკულტეტები დაარსდა

12:28 09-09-2019
139

ისრაელში, სამედიცინო მარიხუანის შესასწავლად, სამ კოლეჯსა და „ტექნიონის“ უნივერსიტეტში, სპეციალური ფაკულტეტი გაიხსნება.

ფაკულტეტებზე შესაძლებელი იქნება პირველი აკადემიური ხარისხის მიღება ახალ მეცნიერებაში - მარიხუანის კვლევებში. ანუ, შეგიძლია გახდეთ სამედიცინო მარიხუანის (კანაფის) სპეციალისტი.

width=600

როგორც „საპირის“ კოლეჯის კურსის კოორდინატორმა, ალექს კაჩანმა პორტალ „MAKO“ -ს განუცხადა, ისრაელიდან სამედიცინო კანაფის ექსპორტის ეკონომიკური პოტენციალი უზარმაზარია, თუ გავითვალისწინებთ ისრაელის სოფლის მეურნეობის დარგში მოწინავე ტექნოლოგიებს. მისი თქმით, კურსი საშუალებას იძლევა, ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლოს ისრაელის კანაფის ინდუსტრია.

კურსს მხარს უჭერს, ჯანდაცვის სამინისტროში კანაფის სამედიცინო დეპარტამენტი.

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლებაც კი არ აქვს, შეუძლია დარეგისტრირდეს.

შესაბამისი ცოდნის მქონე პირებს. შეეძლებათ იმუშაონ ფერმებში. მარიხუანის მოხმარების მიზნით და სამედიცინო კანაფთან დაკავშირებულ ნებისმიერ საწარმოში.

ავტორი: რუსა ღვანიძე