ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვაჟი მედოქსი, მამასთან ურთიერთობის შესახებ კომენტარს აკეთებს.
სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის „ენსის“ სტუდენტს - მედოქს ჯოლ-პიტს - მშვიდად სწავლის საშუალებას არ აძლევენ, მუდმივად, კითხვებს უსვამენ, მისი ვარსკვლავური მშობლების შესახებ.
„In Touch Weekly“-ის რეპორტიორების წარმომადგენლებმა, 18 წლის მედოქსს. სტუდენტურ ქალაქში ესტუმრნენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებდა თუ არა მისი მამა - ბრედ პიტი, უნივერსიტეტში მის სანახავად ჩასვლას, ახალგაზრდამ უპასუხა:
„ამის შესახებ, ვერაფერს გეტყვით... არ ვიცი რა ხდება,“ - პასუხობა მედოქსი.
ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა რეპორტიორი და მან ჯოლი-პიტს, მორიგი კითხვა დაუსვა:
დასრულდა თქვენი ურთიერთობა მამასთან? - ჰკითხა მან.
რაზეც ახალგაზრდამ უპასუხა:
„დაე იყოს, ის რაც იქნება“ - ამბობს ვარსკვლავური წყვილის ვაჟი.
შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტი, სკოლის პირველ დღეს შვილის მხარდასაჭერად, არ ჩამოსულა სეულში - ჭორების თანახმად, ბრედს და მედოქსს ურთიერთობები არ აქვთ. ამის მიზეზი, არის კონფლიქტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მამასა და შვილს შორის, თვითმფრინავში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად კი, მადოქსმა, ჩხუბის დროს ანჯელინა დაიცვა, ბრედმა კი შვილს ხელი გაარტყა. მაგრამ, სასამართლოში ბავშვზე ძალადობის ბრალდება, არ დადასტურებულა.