ახალგაზრდა ბიზნესმენ თორნიკე (თოშა) ქებურიას და მის მეუღლეს ქეთი ჟღენტს, მეორე შვილი შეეძინათ. 20 წლის მოდელმა, რამდენიმე საათის წინ იმშობიარა და ვაჟი შეეძინა, რომელსაც ბაბუის სახელი - ბუბა დაარქვეს.
ქეთი ჟღენტის დედა, ყოფილი მოდელი, 5 შვილის და უკვე 2 შვილიშვილის ბებია ლიკა შენგელია, სოციალურ ქსელში ახალშობილის პირველ ფოტოს აქვეყნებს:
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ქებურიას და ქეთა ჟღენტს პირველი შვილი, ზუსტად ერთი წლის წინ შეეძინათ - ქალიშვილს, წყვილმა კატერინა დაარქვა.
თოშა ქებურია ბიზნესმენ ბუბა ქებურიას ვაჟია. თოშამ და ქეთიმ, მოულოდნელად იქორწინეს და ქალიშვილის დაბადების შემდეგ,
2018 წელს რესტორან კაჭრეთში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს - პატარძალი,el saab- ის დიზაინის კაბაში პოზირებდა.