ახალ სასწავლო წელს ხარაგაულის რვა საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ახალი ინფრასტრუქტურა დახვდება

12:09 09-13-2019
161

ხარაგაულის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ხარაგაულის საჯარო სკოლებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

ახალ სასწავლო წელს ხარაგაულის რვა საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ახალი ინფრასტრუქტურა დახვდება!

 მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, სკოლებში მიმდინარე სამუშაოებზე, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, პირადად ახორციელებს მონიტორინგს. მისი ინფორმაციით, არცერთ სკოლას სასწავლო წლის განახლებისთვის შეფერხება არ ექნება.

მიმდინარე წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის მიზნით, 410 000 ლარი გამოეყო. რეაბილიტაცია უტარდება რვა საჯარო სკოლას, რომლის ფარგლებშიც რემონტედება საკლასო ოთახები, იცვლება იატაკი და ჭერი, ეწყობა სველი წერტილები.