ეკლესიაში, რომელსაც დახურვა ემუქრება, ღვთისმშობლის ხატს ცრემლები სდის

13:29 09-13-2019
690

ჩიკაგოს ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ღვთისმშობლის ხატი „ტირის“. პორტალ ”www.usa.one“-ის ინფორმაციით, ტაძარს დახურვის საფრთხე ემუქრება და ბევრი მიიჩნევს, რომ  წმინდა სამების სახელობის ბერძნულ  მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც ცრემლი სდის - „ღვთის ნიშანია“.  

width=600

ღვთისმშობლის თვალებიდან გადმოსული ცრემლები, ტაძრის ერთ-ერთმა მომლოცველმა კვირას დილით შენიშნა, როდესაც ის ეკლესიაში ერთ-ერთი ბოლო მსახურებისთვის ემზადებოდა.  

მას შემდეგ, რაც ნეტარმა ნიკოლას ჯონასმა სასწაული იხილა და ფოტოები „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა, ასობით მრევლი და მორწმუნე სასწრაფოდ გაემართა ეკლესისკენ, რათა პირადად ეხილათ სასწაული.  

„დღეს, როცა ჩემს კაბინეტში ვიჯექი, ათენამ შემოირბინა და მითხრა, ოთახიდან გამოვსულიყავი. ჩვენი სასწაულმოქმედი „პანაგაიას ხატი ტირის!

ჩვენ არ შეგვიძლია დავტოვოთ წმინდა ადგილი!!!!“ - წერს ჯონასი. 

შეგახსენებთ, რომ ეკლესია გაკოტრების პირასაა და შესაძლებელია გაიყიდოს. მორწმუნეებს მიაჩნიათ, რომ რაც მოხდა, არის „ღვთის ნიშანი“ და ეკლესიას, დახურვისგან დაიხსნის. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა აღდგომის სახელობის რექტორი დობრივა მილონოვიჩი, ამბობს, რომ ეს არის ყველას მიმართ მოწოდება, ცხოვრების შეცვლის თაობაზე, - წერს „Chicago Tribune“.

სამების ეკლესია, არის მეორე უძველესი ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყანაში და დასავლეთის შუა ნაწილში - ის 100 წელზე მეტს ითვლის.

ავტორი: რუსა ღვანიძე