რუსი ჰოკეისტი წარმატებული თამაშისთვის, „კალაშნიკოვის“ ავტომატით დააჯილდოვეს - ვიდეო

15:01 09-13-2019
104

უცნაური მომენტი, როცა რუს ჰოკეისტს, ავტომატური იარაღი - „AK-47“ წარმატებული თამაშისთვის, საჩუქრად გადაეცემა.

width=600

პორტალ „dailymail“-ის ინფორმაციით, რუსეთის ჰოკეის ეროვნული ნაკრების მეკარე საველ კონონოვს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „AK-47“– ს მას შემდეგ გადაეცა, რაც „Ижсталь“-ის გუნდმა  ინსტაგრამის გვერდზე, მეტოქესთან „Челмет“ -ის გუნდთან გამარჯვება - 3: 2 გამოაქვეყნა.   

width=600

ეს არის ჰოკეის გუნდებზე გადაცემული ჯილდოების სერიის ერთ-ერთი საჩუქარი. მრავალ ქვეყანაში, ეს ჩვეულებრივი წესია.  

მაგალითად,  ნიუ-იორკის რეინჯერებს თავიანთ ვარსკვლავს, წარმატებული თამაშისთვის „ბროდვეის ქუდით“ აჯილოვებენ.

მას შემდეგ, რაც მან 36 დარტყმა შეაჩერა და მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, 23 წლის ფეხბურთელი თამაშის შემდეგ, გასახდელ ოთახში იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც კლუბის ოფიციალურ პირს, ცეცხლსასროლი ავტომატი შემოაქვს.

შეგახსენებთ, რომ კონონოვი, „ВХЛ“-ს გუნდს გასულ სეზონში შეუერთდა და დღემდე, 12 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი ახალი კლუბისთვის.

რუსმა მეკარემ საველ კონონოვმა „AK-47“ მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა თანაგუნდელებმა მას WTF-ს წარმატებული მოთამაშე უწოდეს.

ავტორი: რუსა ღვანიძე