VIDEO: სამების საკათედრო ტაძრის საკურთხევლის მოხატვა დასრულდა

16:00 09-13-2019
360

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საკურთხევლის მოხატვა, რამდენიმე ხნის წინ დასრულდა. 

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი, სოციალურ ქსელში განახლებულ წმინდა სამების საკათედრო ტაძარის ვიდეორგოლს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა, მშენებლობის დასრულებიდან 13 წლის შემდეგ, 2017 წელს დაიწყო - სამების საკურთხევლის თავზე პირველი ფრესკა დაიწერა, რომელიც ყოვლადწმინდა სამებას ეკუთვნის. ხატწერის სამუშაოები, რამდენიმე ხნით შეჩერდა და ამ ეტაპზე ტაძრის საკურთხევლის მოხატვა, თითქმის დასრულებულია.  

ტაძარი, რომელიც მთლიანობაში 9 ეკლესიას მოიცავს, 1995 წლიდან 2004 წლამდე შენდებოდა. ის ორ ნაწილად - მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებადაა გაყოფილი. 

სამების ტაძარი, 5000 მეტრ ფართობზე მდებარეობს და ათეულობით ათას მლოცველს იტევს.



ავტორი: რუსა ღვანიძე