კალიფორნიაში, სან-დიეგოს სანაპიროზე დააფიქსირეს კონტრაბანდისტების მიერ მიტოვებული პატარა ნავი, რომელშიც 4,3 მილიონი დოლარის ღირებულების მარიხუანის პაკეტები აღმოაჩინეს.
”Www.usa.one“-ს ინფორმაციით, კარლსბადსა და ოუშენსაიდას შორის მდებარე პლაჟზე, 8 სექტემბერს, დილის 6:30 საათზე, აღმოაჩინეს მოტორიანი ნავი, რომელსაც 453 კგ-ზე მეტი მარიხუანა გადაჰქონდა.
თვითმხილველმა, სამართალდამცავ ორგანოებს განუცხადა, რომ ნავიდან ორი ადამიანი გადმოვიდა და სანაპირო ზოლის გასწვრივ სამხრეთით გაიქცა.
ეჭვმიტანილები, ამ დრომდე არ დაუკავებიათ.