დემნა გვასალიამ „Vetements“-ის კრეატიული დირექტორის პოსტი დატოვა

12:01 09-16-2019
155

Vetements-ის კრეატიულმა დირექტორმა დემა გვასალიამ დირექტორის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „Demna Gvasalia Daily“-ის ადმინისტრაციული გვერდი ავრცელებს:

„დიდი სიახლე: - დემნა ტოვებს ვეტმანს!

„ვეტმანი დავიწყე, რადგან მოდა მობეზრებული მქონდა და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მოდა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა, რაც ჩვენ გამოვჩნდით. ვეტმანმა ბევრს გაუღო კარი, ასე რომ, ახლა ვგრძნობ, რომ მე ჩემი მისია შევასრულე,“.

width=600დემნა აგრძელებს ბალენსიაგაში მუშაობას და ახალ კოლექციას 29 სექტემბერს გვაჩვენებს, (დემნა არ ტოვებს ბალენსიაგას, ტოვებს მხოლოდ ვეტმანს!) პარალელურად იწყებს ახალ პროექტზე მუშაობას, რომელიც ვეტმანისგან დამოუკიდებელი იქნება.

ეტმანში რჩება დემნას ძმა, გურამი და ის უახლოეს მომავალში დააანონსებს ახალ თანამშრომლობას ბრენდებთან, თუმცა დღეიდან დემნა აღარ იქნება ვეტმანის მთავარი დიზაინერი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

width=600

დემნას მადლობას ვუხდით გასული 5 წლისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ბალენსიაგაში და ახალ წამოწყებაში“ - წერს „Demna Gvasalia Daily“ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი: რუსა ღვანიძე