„საშინელი სიკვდილი“ - იორდანიაში, ბომბის მაძებარი ძაღლები შიმშილის და არასათანადო მოპყრობის გამო იღუპებიან

13:45 09-16-2019
21065

ბომბის მაძებარი ძაღლები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა იორდანიაში გაგზავნა, აუტანელი პირობების და დამოკიდებულების გამო იღუპებიან

width=600

ფედერალურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ძაღლები, რომლებიც ბომბს, ყნოსვით აგნებენ, შეერთებული შტატებიდან შუა აღმოსავლეთის მოკავშირე ქვეყანაში, იორდანიაში გაგზავნეს, არასათანადო მოპყრობის და უყურადღებობის გამო, ავად ხდებიან და იღუპებიან.

CNN-ის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებულმა ყოველწლიურმა კვლევებმა დაადგინა, რომ იორდანში, 2008 და 2016 წლებში ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მინიმუმ 10 ძაღლი გარდაიცვალა. ისინი კი რომლებიც გადარჩნენ, „არაჯანსაღი პირობები“ აქვთ, მაგალითად, არასაკმარისი კვება, ცუდი სანიტარული მდგომარეობა და ზედმეტი სამუშაოები. 

გასულ კვირაში გამოქვეყნებულ ფოტოებში ნაჩვენებია ძაღლები, რომლებსაც ნეკნები აქვთ ამოწეული. მათი ფრჩხილები დაგრძელებულია და ყურები რწილებით აქვთ სავსე. სავარაუდოდ, ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში მშიერი ჰყავდათ. ზოგიერთ დაწესებულებაში არ იყო ძაღლის საჭმელისთვის განკუთვლილი ჯამიც კი - ძაღლებს, იატაკზე უგდებდნენ საკვებს. 

width=600

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ცუდი რეგულაცია და კონკრეტული პოლიტიკის არარსებობა, ძაღლებისადმი ძალადობა, სერიოზულ ფაქტორად იქცა. სახელმწიფო დეპარტამენტი ვერ ახერხებს, რომ ძაღლების შესახებ, მკვლევარებს, სხვა ქვეყნებიდან დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ, გარდა იორდანისა. ხშირად არ არსებობს წერილობითი შეთანხმებები ქვეყნებთან, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იზრუნონ ძაღლებზე.

პირველი ძაღლი, რომელიც იორდანიაში გარდაიცვალა, 2 წლის ბელგიელი მალინოზი - სახელად ზოია იყო, მოხსენებაში ნათქვამია, რომ იგი 2017 წელს სიცხისგან დაიღუპა - არასათანადო მოვლის შედეგად გამოწვეული „საშინელი სიკვდილი“ და არა უბედური შემთხვევა.

2 წლის ათენას შემთხვევაში, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასტიკად გაუარესდა და 2018 წელს, სამკურნალოდ აშშ-ში გაგზავნეს - ფოტოზე კარგად ჩანს ძაღლის ბინძური საცხოვრებელი პირობები ჭუჭყიანი და განავლით მოთხვრილი  იატაკი და წყლის ცარიელი თასი.

გასულ კვირას, ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიემე დღეში, აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა - სენატის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ ჩაკ გრასლიმ, პარასკევს, წერილი გაუგზავნა სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, სადაც მითხოვა დამატებითი ინფორმაციის და ბრიფინგის შესახებ მასალები.

„კონგრესისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, მუშაობს თუ არა ეს პროგრამა ეფექტურად და რამდენად ექცევა პროგრამაში მონაწილე ცხოველებს იმ ჰუმანური და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად, როგორსაც ამერიკელები ელიან,” - წერს გრასლი.

ავტორი: რუსა ღვანიძე