„გვინდა, მშვიდად ვიცხოვროთ ამ სამყაროში“ - იურიდიული ბრძოლა მაიმუნებისთვის, რომლებიც ქალს ემოციურ მხარდაჭერას უწევდა - ვიდეო

15:14 09-16-2019
167

მისურის შტატის მკვიდრი, სამი მაიმუნის მხარდასაჭერად იბრძვის, რომელიც, მისი მტკიცებით, წლების განმავლობაში ემოციურ დახმარებას უწევდა.

CNN -ის ინფორმაციით, ტექსან მაკბრიდ-ტეანმა, შესაძლოა დაკარგოს ცხოველებზე საკუთრების უფლება მას შემდეგ, რაც მეზობელმა კრივ კერიდან, რომელიც სენტ-ლუის გარეუბანში მდებარეობს, ერთ-ერთი მაიმუნი ქუჩაში გამოსული დაინახა - ფაქტი, საცხოვრებლად გადმოსვლიდან, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მოხდა, - იუწყება „CNN KMOV“-ის ფილიალის ადმინისტრაცია.

width=600

მაიმუნები, არსებითად საშიშ ცხოველებად, თავიანთ სამყაროში ითვლებიან - ალიგატორებთან, ლომებთან და პითონთან და შესაბამისად, მათი ცხოვრება,  დასახლებულ ადგილებში აკრძალულია.

საკრებულოს სხდომაზე, მაკბრაიდ-ტეანმა საკუთარი მაიმუნები დაიცვა - კაპუცინის ჯიშის მაიმუნი შავ ქუდში, რომელსაც სახელად პაულა დაარქვეს, პატასა, სახელად ზოი და მაკაკა, სახელად კალი ანა. 

მაკბრაიდ-თეანი თვლის, რომ „ცხოველები, ემოციურ მხარდაჭერას უწევენ და მათ, ექიმის წერილი და სარეგისტრაციო ბარათები აქვთ“ - განუცხადა მან CNN- ს Facebook- ის საშუალებით. მაკბრაიდ-თეანმა დაამატა, რომ ცხოველები ეხმარებიან მას გაუმკლავდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ფაქტზე, რომელიც დაკავშირებულია ინციდენტთან, როდესაც ის მოზარდი იყო.

შეზღუდული შესაძლებლობის ამერიკელების კანონის შესაბამისად (ADA), ემოციური მხარდაჭერის მქონე ცხოველები არ განიხილებიან მომსახურე სერვისის ცხოველებად.

ამ ტიპის ცხოველები, პიროვნებასთან ყოფნის დროს უზრუნველყოფენ კომფორტს, მაგრამ რადგან ისინი არ არიან მომზადებული კონკრეტული სამუშაოს ან დავალების შესასრულებლად, ADA-ს კანონის თანახმად, ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ მომსახურე ცხოველებად,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ვებსაიტზე.

”თუმცა ზოგიერთ შტატს ან ადგილობრივ მმართველობას აქვს კანონები, რომლებიც საშუალებას აძლევს საზოგადოების თანხმობით, ემოციური მხარდამჭერი ცხოველები, ხალხმრავალ ადგილებში გაიყვანონ,” - წერს ADA.

მაკბრაიდი-ტეანი, საკუთარ მაიმუნებთან ერთად, სასამართლოს პირისპირ, ნოემბერში წარსდგება - წერს KMOV.

მაიმუნები პატარები არიან - 9 ფუნტზე ნაკლები. ფოტოები აჩვენებს, რომ ისინი არ არიან საშიში. ჩემი ცხოვრების გადამრჩენები არიან. ჩვენ უბრალოდ გვინდა, მშვიდად ვიცხოვროთ ამ სამყაროში. - განუცხადა მაკბრაიდ-თეანმა CNN- ს.

  

ავტორი: რუსა ღვანიძე