ჰარვი ვაინშტეინის ყოფილმა მეუღლემ, ედრიენ ბროუდთან ნამდვილი სიყვარული იპოვნა

12:40 09-17-2019
188

ჰარვი ვაინშტეინის ყოფილი მეუღლე ჯორჯინა ჩეპმენი, ოსკარის გამარჯვებულ მსახიობთან, ედრიენ ბროუდთან ერთად დააფიქსირეს - კინოს მაგნატთან განქორწინებიდან, 2 წლის შემდეგ. 

ამბობენ, რომ ვაინშტეინის ყოფილი მეუღლე, შეყვარებულია და პროდიუსერთან დაშორების შემდეგ, ახალი რომანტიკული ურთიერთობები აქვს. 

პორტალ „Sun“- ის ცნობით, წყვილმა ერთმანეთი, პირველად, ვაინშტეინის მეშვეობით გაიცნო:

width=600

- ”ჯორჯინა და ედრიენი, პირველად ერთმანეთს ჰარვის მეშვეობით სეხვდნენ. ამის შემდეგ, აპრილში დანიელმა მოდელმა ჰელენა კრისტენსენმა, ორივე პუერტო-რიკოში საცურაო კოსტუმების მოდის კვირეულზე  ორივე მიიწვია და მათ ერთმანეთი, სხვადასხვა ლამაზი პლაჟების ფონზე გაიცნეს.

width=600

ამბობენ, რომ „ჰარვი ვეინშტეინის ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა ჩაპმანმა,ნამდვილი სიყვარული, ოსკარის გამარჯვებულ ედრიენ ბროუდთან იპოვნა“.  

”ცხადია, ეს ჯერ კიდევ საკმაოდ ახალი ამბავია, მაგრამ ედრიენი გაოგნებულია, ჯეორჯინა კი, ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა.  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მას მძიმე პერიოდი ჰქონდა, და საბოლოოდ, ის მზად არის გააგრძელოს ცხოვრება. მისმა შვილებმა და ოჯახის წევრებმა ყველაფერი იციან და ყველამ გულწრფელად მიიღო.”

width=600

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი 2017 წლის ოქტომბერში დაადანაშაულეს. მას ბრალად ედებოდა ძალადობა, გაუპატიურება და სექსუალური შევიწროება, რის შემდეგაც შემდეგაც, ყველა ჯილდო და ტიტული ჩამოართვეს. დიზაინერი პროდიუსერს, ათ წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა- 90-ზე მეტმა ქალმა, ჰოლივუდის მაგნატი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ცნობილია, რომ მათი განქორწინების პროცესი 11.1 მილიონი ფუნტიდან (15 მილიონი აშშ დოლარი) 14.8 მილიონ ფუნტამდე (20 მილიონი აშშ დოლარი) ღირდა.

width=600

ვეინშტაინმა, რომელიც 1 მილიონი აშშ დოლარის გირაოთი გაათავისუფლეს, დანაშაულს არ აღიარებს.  

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე