Exclusive: ვინ არის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ძებნილი პირი

10:42 09-18-2019
1402

საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვებთან ერთად ძებნილი პირიც შეიწყალა, რომელსაც საპატიმროში ერთი დღეც არ გაუტარებია.

ინფორმაცია ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი, თუმც, თეა წულუკიანს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

„პრაიმტაიმისთვის“ კი ცნობილი გახდა, რომ საუბარია ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორზე.

გ.გოგოლაძეს საბიუჯეტო თანხის მითვისებას ედავებოდნენ. მისმა კომპანიამ წინა ხელისუფლების დროს ჩაატარა ჯანდაცვის სამინისტროს სარეკონსტრუქციო სამუშაობი, სადაც გარკვეული დარღვევები გამოვლინდა.

მას ბრალი დაახლოებით 140 000 ლარის მითვისების ბრალდებით წარუდგინეს და სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენიც გამოიტანა, თუმცა ამ დროისთვის გ.გოგოლაძე უკვე მიმალვაში იმყოფებოდა.