პანდემიის საფრთხე! - უცნობი მკვლელი-ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, დღეში ორ მილიონამდე ადამიანი დაიღუპება მსოფლიოში

12:54 09-18-2019
102

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ გრიპის მსგავსი დაავადების, ფატალურმა განვითარებამ შესაძლებელია - ორი დღის განმავლობაში, 80 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.

პორტალ „THE SUN“-ის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მსოფლიო, არ არის მზად, პანდემიის საკმაოდ რეალური საფრთხისთვის.

სრულ ანგარიშში, ჯანდაცვის 15 ლიდერმა „პანიკის და უგულებელყოფის ციკლი“ გააკრიტიკა, რომელიც მათი თქმით, ახასიათებს რეაგირებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებზე.

მეცნიერებმა, უცნობი მომაკვდინებელი ჭირის - დაავადება X- ის არსებობის შესახებ, რამდენიმე ხნის წინ გააფრთხილეს საზოგადოება, სადაც ნათქვამია, რომ  ვირუსმა, შეიძლება მილიონობით ადამიანი გაანადგუროს.

მზადყოფნის მონიტორინგის გლობალურმა საბჭომ (GPMB) დღეს განაცხადა, რომ სამყარო, პანდემიის „მწვავე რისკის“ ქვეშ იმყოფება.

”მსოფლიოში პანდემიის გავრცელების საფრთხე რეალურია,” - ნათქვამია ჯგუფის დასკვნაში.

width=600

”სწრაფად მზარდი პათოგენით შეიძლება მილიონობით ადამიანი დაიღუპოს, გაანადგუროს ეკონომიკა და მოახდინოს ეროვნული უსაფრთხოების დესტაბილიზაცია.”

მოხსენებაში ნათქვამია, მომაკვდინებელი რესპირატორული პათოგენის საშიშროების შესახებ, რომლის გავრცელების შემთხვევაში, შესაძლებელია, 50-დან 80 მილიონამდე ადამიანი დაიღუპოს.

მოხსენებაში ნათქვამია, იმის გამო, რომ სამყარო ერთმანეთთან ახლო კავშირშია, ასეთი პათოგენი, შეიძლება გავრცელდეს მთელ მსოფლიოში, 36-50 საათში.

სოციალური ქაოსი! 

უცნობი მკვლელი-ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, შეიძლება მსოფლიო ეკონომიკის თითქმის 5% განადგურდეს, რაც გამოიწვევს სოციალურ ქაოსს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ „მსოფლიოში, სადაც ხანგრძლივი კონფლიქტები და იძულებითი მიგრაცია ჭარბობს, სულ უფრო და უფრო რთულია, გაუმკლავდეს ისეთ ეპიდემიური ვირუსული დაავადებებს, როგორებიცაა ებოლას გრიპი და ატოპიური პნევმონია(SARS)“ -  ნათქვამია მოხსენებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა და სამეცნიერო ინსტიტუტები ცდილობენ, რომ  შეისწავლონ დაავადება, 2014–2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ემბოლას დამანგრეველი ვირუსის შედეგად, 10,100 ადამიანი გარდაიცვალა, ეს ძალისხმევა უკიდურესად არაადეკვატურია.

width=600

პანდემიის შემთხვევაში, დაიშლება მრავალი ადამიანის ჯანმრთელობის სისტემა, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში.

„სიღარიბე და სისუსტე ამძაფრებს ინფექციური დაავადებების გავრცელებას და ხელს უწყობს პანდემიის პირობების შექმნას,” - თქვა აქსელ ვან ტროცენბურგმა, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა და ჯგუფის წევრმა.

მსოფლიო არ არის მზად! 

წლის დასაწყისში WHO- მ გააფრთილება გამოაქვეყნა, გრიპის კიდევ ერთი პანდემიის შესახებ, რომელიც გამოწვეული იყო ჰაერ-წვეთოვანი ვირუსით და განაცხადა, რომ ვირუსი გარდაუვალია და სამყარო უნდა მოემზადოს ამისათვის.

უახლეს ანგარიშში ნახსენებია, 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემია, რომლის შედეგად, დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

width=600

კვლევებმა აჩვენა, რომ გარდაცვლილთა უმრავლესობა, 65 წლამდე ასაკის ადამიანები იყვნენ. 

ითვლება, რომ ვირუსმა საკუთარი იმუნური სისტემა, მის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენა.

რაც უფრო ძლიერია იმუნური სისტემა, მით უფრო ძლიერია ესპანური გრიპის დესტრუქციული ეფექტი ინფიცირებულზე.

თუ დაავადება X -მა, გრიპის ვირუსის გამძაფრებას გამოიწვევს, შესაძლებელია, დამანგრეველი გავლენა მოახდინოს ახალგაზრდა ორგანიზმზე.

ავტორი: რუსა ღვანიძე