ხარაგაულში მამაკაცი კრაზანას ნაკბენით გარდაიცვალა

13:40 09-18-2019
503

ხარაგაულში, სოფელ ნადაბურში მცხოვრები 65 წლის მამაკაცი გუშინ, 17 სექტემბერს, კრაზანამ დანესტრა

ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატის, დოდო ხაჩიძის ინფორმაციით, მამაკაცს გული აწუხებდა – მას ახლახან სტენტირება ჰქონდა გაკეთებული. მამაკაცი კრაზანას დანესტვრიდან მალევე გარდაიცვალა – ალერგიის საწინააღმდეგო ნემსის გაკეთებისთანავე, რადგან კრაზანამ კისერში, არტერიაზე დანესტრა.

ამჟამად გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

დოდო ხაჩიძის ინფორმაციით, მათ სოფელში კრაზანა ძალიან მომრავლდა, მოსახლეობა შეშინებულია და ალერგიის საწინააღმდეგო წამლები მოიმარაგეს“ - წერს ფეისსბუქის გვერდზე „ჩემი იმერეთის“ ადბინისტრაცია.

ავტორი: რუსა ღვანიძე