რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკის მახლობლად, ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრში, გაზის აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია.
რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ობიექტი, რომელიც ცნობილია როგორც „ვექტორი“, ისეთი საშიში ვირუსების სინჯები ინახება, როგორიცაა ჩუტყვავილა, ებოლა და სხვა.
აფეთქება, მეხუთე სართულზე მდებარე, სანიტარიულ-ჰიგიენურ ოფისში მიმდინარე რემონტის დროს, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა,“ - აცხადებს „Вектор“-ი.
სამეცნიერო ცენტრი, 1970-იან წლების საბჭოთა პერიოდში ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად შეიქმნა, ისევე როგორც მათგან დასაცავად. ამჟამად, ეს არის რუსეთში, დაავადებათა კვლევის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი.
რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოთახში, სადაც გაზების აფეთქება მოხდა, არ იყო საშიში ნივთიერებები და სტრუქტურული ზიანი არ მიუყენებია.
ხანძრის შედეგად მიღებული დამწვრობის შემდეგ, „ვექტორის“ ერთ-ერთი თანამშრომელი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხანძრის კერები, 30 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, რომლის ლოკალიზირება, რამდენიმე ხანში განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ ჩუტყვავილას ვირუსის ლაბორატორია, დედამიწის მხოლოდ წერტილში - „ვექტორსა“ და ატლანტაში, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლაბორატორიაში მდებარეობს.
2004 წელს ლაბორატორიაში, ერთ-ერთი მკვლევარი, ნემსის ჩხვლეტის შედეგად, ებოლას ვისუსით დაავადდა და გარდაიცვალა.