ანაკლიაში მიწის ნაკვეთი, ნაგებობასთან ერთად 1 ლარად იყიდება

17:48 09-18-2019
36
თეგები: ანაკლია

ანაკლიაში, 4946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად, საინვესტიციო ვალდებულებებით, ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. ამავე ინფორმაციით, მიწა სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით იყიდება.

პირობების მიხედვით გამარჯვებულმა სასტუმროს ასაშენებლად არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონი დღეს გამოცხადდა და 2 ოქტომბერს დასრულდება.

ავტორი: თეა შონია