ალეკი და ჰილარი ბოლდუინები, კვლავ მშობლები გახდებიან.
მსახიობის მეუღლემ ჰილარია ბალდუინმა „Instagram“- ზე ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა, რომელზეც კარგად ჩანს დამრგვალებული მუცელი და გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეხუთე საერთო შვილის დაბადებისთვის ემზადებიან.
„როდესაც ამდენი შვილი გყავს, „ექვსწუთიანი“ ორსული, ისე გამოიყურება, როგორც ექვსთვიანი - გაიხუმრა ჰილარიამ.
ბალდვინმა ასევე გამოაქვეყნა ნაყოფის გულისცემის ვიდეო და პოსტი:
„რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია ... მაგრამ გავარკვიეთ, რომ ჩემს სხეულში პატარა ადამიანია. მისი გულისცემის ძლიერი ხმა მახალისებს - განსაკუთრებით, იმ სამწუხარო ამბის ფონზე, რომელიც ჩვენ გაზაფხულზე განვიცადეთ. მინდოდა გამეზიარებინა ეს ამბები, არ დამემალა. საშინელი ტოქსიკოზი მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვგრძნობ თავს. ერთადერთი, რასაც გთხოვთ, მედიამ არ გამოგზავნონ პაპარაცები, რომ გამომყვნენ. მსურს, სიმშვიდე შევინარჩუნო ამ რთულ, მაგრამ ასეთ მშვენიერ პერიოდში“ - წერს ჰილარია.
შეგახსენებთ, რომ ალეკ ბოლდუინი და ჰილარია ოთხი შვილის მშობლები არიან - 5 წლის კარმენი, 3 წლის რაფაელი, 2 წლის ლეონარდო და ათი თვის რომეო. გარდა ამისა, მსახიობს ყოფილი ცოლის კიმ ბეისინგერისგან - 23 წლის ქალიშვილი აირლენდი ჰყავს.