დედას, რომელიც ჩვილს ჰეროინით აძინებდა, შვილის სიკვდილის გამო აშშ-ში ასამართლებენ

17:09 09-19-2019
1186

მენის შტატის მაცხოვრებელმა, 33 წლის დედამ, საკუთარი ერთი წლის პატარა ქალიშვილი მოკლა, რომელიც ღრძილებზე, ჰეროინს უსმევდა, რათა დაეძინა“.

დედა ბრალად ედება ერთი წლის ქალიშვილის მკვლელობა, ჰეროინის გამოყენების გამო. 

33 წლის კიმბერლი ნელიგანს, სასამართლომ ბრალი დაუმტკიცა - საკუთარ ქალიშვილ ჯორდის, გარდაცვალებამდე ორი თვის განმავლობაში, ნარკოტიკული ნივთიერების, მინიმუმ 15-ჯერ გამოყენება.

ნელიგანი ბანგორიდან, რამდენიმე დღის წინ, ბავშვებზე ძალადობის და ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

width=600 

33 წლის დედა, თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალს არ აღიარებს.

„Bangor Daily News“– ის მიერ მოპოვებულ სასამართლო დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ გარდაიცვალა მცირეწლოვანი ჯორდი, ფენტანილის მწვავე ინტოქსიკაციით - პრეპარატის სასიკვდილო დოზით მიღება.  

ფენტანილი შეიძლება ჰეროინის დოზებად მოეჭრა, რომელიც ძლიერ სინთეზურ ოპიოიდად(ნარკოტიკული ნივთიერება) ითვლება, რომლის მცირე რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ან ფატალური ტოქსიკურობა - ინიშნება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ და დაახლოებით, 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფინი.

თავდაპირველად უარყო, რომ ის ოდესმე იღებდა ჰეროინს, შემდეგ კი აღიარა, რომ  ნარკოტიკებს, ქალიშვილის გარდაცვალებამდე, ორი თვის განმავლობაში მოიხმარდა. 

width=600

ივნისში, ნელიგანიანის „Facebook“-ის გვერდზე განთავსებულ ფოტოებზე გამოსახულია ნარკოტიკი და წარწერა -Yay buddy.

განცხადების თანახმად, ბავშვის მამამ პოლიციას განუცხადა, რომ მან დაახლოებით 15-ჯერ დაინახა, რომ ნელიგანი მათ პატარას, ღრძილებს უწმენდდა ნარკოტიკული ნივთიერებების ნარჩენებისაგან. 

მან ასევე განუცხადა პოლიციას - ნელიგანმა აღიარა, რომ იგი იგივეს აკეთებდა თავის ორ უფროს შვილთან ერთად, როდესაც ისინი პატარები იყვნენ და ის არასდროს აპირებდა შვილებისთვიას ზიანის მიყენებას. 

ნელიგიანს, ბავშვთა ძალადობის ბრალდებით, ერთ წლამდე პატიმრობა და 2 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება, ხოლო ნარკოტიკების მოხმარების გამო, ციხეში კიდევ 180 დღე და 1000 დოლარი ჯარიმა ემუქრება.  

საოლქო ადვოკატმა მარიან ლინჩმა განაცხადა, რომ შესაძლოა, დედას დამატებითი ბრალდება წაუყენონ. 

იგი გირაოთი იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ მას არ  დაუმტკიცდება მის ბიოლოგიურ მამასთან ან 18 წლამდე ასაკის ბავშვებთან, უკონტროლო კონტაქტი. მას აეკრძალა ნარკოტიკების და ალკოჰოლის მიღება.

კიმბერლი ნელიგანის სასამართლო პროცესი, 12 ნოემბერს ჩაინიშნა. 

   

ავტორი: რუსა ღვანიძე