დემი მურს ეშტონ კაჩერი ღალატობდა და ჯგუფურ სექსს აიძულებდა

12:21 09-20-2019
458

დემი მური მისი და ყოფილი მეუღლის ურთიერთობაზე ღიად ალაპარაკდა.

ჰოლივუდის ვარსკვლავი ირწმუნება, რომ რვა წლიანი ქორწინების განმავლობაში, ეშტონ კაჩერმა მას რამდენჯერმე უღალატა და ჯგუფურ სექსს აიძულებდა.

56 წლის დემი მურმა თავისი პირადი ისტორია ახალ წიგნში დაწერა, რომელსაც Inside Out ჰქვია. მსახიობის გულწრფელი აღიარება დასავლურმა ტაბლოიდებმა სწრაფად გაავრცელეს. 

3 შვილის დედა აცხადებს, რომ ეშტონმა მას ორჯერ უღალატა, კერძოდ ბრიტნი ჯოუნსთან და სარა ლილთან. მისივე თქმით, მეუღლე სექსში მესამე ადამიანის დამატებასაც აიძულებდა და დემი მური ამგვარ სქესობრივ აქტივობაში მონაწილეობას ახლა ნანობს.

დემი მურის თქმით, მას არ სურდა მსგავსი ურთიერთობები, თუმცა უნდოდა რომ თავისი ახალგაზრდა მეუღლის თვალში მხიარული და თანამედროვე ყოფილიყო.

„მსურდა მეჩვენებინა, როგორი დიდებული და მხიარული ცოლი შემეძლო ვყოფილიყავი,“-წერს დემი მური.

დემი მურმა მასზე 15 წლით უმცროს მსახიობზე 2005 წელს იქორწინა. ეშტონი და დემი 2013 წლის ნოემბერში განქორწინდნენ. მურს სამი შვილი ბრუს უილისთან ქორწინებაში შეეძინა. ეშტონ კაჩერთან ბავშვის ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენის მცდელობა კი წარუმატებლად დასრულდა.

ავტორი: მარიამ გიგანი