მეცნიერული კვლევის შედეგად, გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში, შეერთებულ შტატებსა და კანადაში ჩიტების რაოდენობა 3 მილიარდით შემცირდა, ანუ 29 პროცენტით - ცა ცარიელდება.
გაზეთ „The New York Times“-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ 1970 წლიდან, შეერთებულ შტატებსა და კანადაში ფრინველთა რიცხვი 29 პროცენტით შემცირდა. ამ ეტაპზე, 2.9 მილიარდი ფრინველით ნაკლები დაფრინავს, ვიდრე 50 წლის წინათ.
ანალიზი, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „Science“- ში, ყველაზე სავალალო და ამბიციური მცდელობაა იმის გასარკვევად, თუ რა ხდება ფრინველების გაქრობასთან დაკავშირებით. შედეგებმა, შოკში ჩააგდო მკვლევარები და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები.
„Audubon“-ის ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ იარნოლდმა, შედეგებს სრული კრიზისი უწოდა.
ექსპერტებმა დიდი ხანია იციან, რომ ფრინველების ზოგიერთი სახეობა, გადაშენებისგან ვერ დაიცვეს. ახალი გამოკვლევის შედეგად, რომელიც 500 – ზე მეტი სახეობის ფრინველის შესწავლას ეყრდნობა, მკვეთრ დანაკარგებია ტრადიციულ ფრინველების შორისაც - როგორიცაა გულწითელა და ბეღურები.
ალბათ მრავალი მიზეზი არსებობს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ჰაბიტატების დაკარგვა და პესტიციდების მოხმარება. „წყნარი შემოდგომა“ - რეიჩელ კარსონის 1962 წლის წინასწარმეტყველური წიგნი, სადაც ავტორი, პესტიციდების მიერ მავნე ზემოქმედების შესახებ მოგვითხრობს, წიგნის სათაურს, არაბუნებრივი დუმილის გამო იღებს, რომელიც დაფუძნებულია სამყაროზე, რომელმაც ფრინველები დაკარგა:
ოდესღაც, ყოველ დილით, გამთენიისას რობინების, მტრედების, ბეღურების და სხვა მრავალი ფრინველის ხმა ისმოდან, ახლა ხმას არ იღებენ.
კევინ გასტონმა, ექსცტერის უნივერსიტეტის ბიოლოგმა, თქვა, რომ ახალი აღმოჩენები კიდევ უფრო მეტი სიგნალია: ”ეს ბუნების დაკარგვაა”.
ფრინველების სახეობები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ეკოსისტემების, მავნებლების კონტროლის, ყვავილების დაბინძურების, თესლის განაწილებისა და ტყის განადგურებისთვის. როდესაც ეს ფრინველები ქრება, მათი ჰაბიტატები, ხშირად არ ემთხვევა.
უნივერსიტეტების, სამთავრობო სააგენტოების და არაკომერციული ორგანიზაციების მკვლევარების გუნდი თანამშრომლობდა ახალ კვლევაში, რომელიც აერთიანებს, ფრინველების ძველი და ახალი მეთოდებით დათვლას.