ბრალდებულთა კლუბი - გასამართლებული ლიდერები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან

14:06 09-20-2019
156

უკრაინაში, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

როგორც აღმოჩნდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ექსლიდერების გასამართლება ან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უცხო არ არის.

ბიბისი“ -მ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების ისტორიის სახელმძღვანელო შეადგინა. 

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი აიაზ მუტალიბოვი ​1992 წელს გადადგა, ხოლო მომდევნო წლებში მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მუტალიბოვი თავი რუსეთს შეაფარა. მხოლოდ 2012 წელს მან ექსპრეზიდენტის იმუნიტეტი მიიღო და შეძლო ბაქოში დაბრუნება.

სისხლის სამართლის საქმეებში ასევე მონაწილეობდა აზერბაიჯანის მეორე პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი დემოკრატიული გზით არჩეული აბულფაზ ელჩიბეი. ის ქვეყანას რამოდენიმე თვის განმავლობაში მართავდა, მანდატი კი, 1993 წელს შეუჩერდა.

1996 წელს ელჩიბეიმ ბრალი წაუყენა თავის მემკვიდრეს ჰეიდარ ალიევს. ამის საპასუხოდ,ალიევმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გახსნა პრეზიდენტის პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისთვის, რომელსაც სასამართლომდე არ მიუღწევია.

ელჩიბეი 2000 წელს გარდაიცვალა.

სომხეთი

სომხეთისთვის, ყოფილი ლიდერის დევნა ახალი მოვლენაა. 2018 წლის ივლისში ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დაადანაშაულეს საკონსტიტუციო სისტემის დამხობაში. კერძოდ 2008 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს ექსპრეზიდენტმა საიდუმლო ბრძანება გასცა, რომლის თანახმად მან ჯარი გამოიყენა. 

ამ საქმის ფარგლებში, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი ასევე იმყოფება მოწმის სტატუსით. სარქისიანის ძმასა და ძმისშვილს, თავის მხრივ, სხვა სისხლის სამართლის საქმეები ედებათ ბრალად.

ქოჩარიანი მის მიმართ აღძრულ საქმეს, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

უკრაინა

უკრაინის პირველმა სამმა პრეზიდენტმა - ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშენკო - მშვიდობიანი გზით დატოვეს თავიანთი პოსტი. მეოთხე პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც 2014 წელს მაიდანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთში გაიქცა, ჩამოერთვა უფლებამოსილება და გახდა ბრალდებული. 2019 წლის იანვარში, კიევის სასამართლომ იგი სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაღვევის მცდელობაში ცნო.

2014 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტად პეტრო პოროშენკო აირჩიეს. ის ქვეყნის მეთაურის თანამდებობას 2014-2019 წლებში იკავებდა. ამა წლის აპრილში, გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პოროშენკო დამარცხდა და დატოვა დაკავებული თანამდებობა.

კიევის სასამართლო ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის წინააღმდეგაც აღძრა სისხლის სამართლის საქმე.

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, პოროშენკოს გუნდის წევრებისთვის ლუსტრაციის კანონი მიიღო. 

ამჟამად ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თავად პოროშენკო უარყოფს მონაწილეობას რაიმე უკანონო საქმიანობაში. 

საქართველო

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 1991 წელს, ზვიად გამსახურდიამ დაიკავა ქვეყნის პირველი პირის თანამდებობა, თუმცა მალევე 1992 წლის იანვარში, მას ბრალი წაუყენეს ეთნიკური სიძულვილის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისა და არქიტექტურული ძეგლების განადგურების საქმეში. 

1993 წლის 31 აგვისტოს გამსახურდია გაურკვეველი ვითარებაში გარდაიცვალა. 

2013 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იგი ეჭვმიტანილია სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში, 2007 წელს საპროტესტო აქციის დარბევის ფაქტთან დაკავშირებით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ოპოზიციონერების ცემის საქმეში მონაწილეობაში.

სააკაშვილი დაუსწრებლად დააპატიმრეს და ძებნილად გამოაცხადეს, თუმცა სამართალდამცავმა ორგანოებმა მისი საერთაშორისო ძებნილთა სიაში ვერ მოახერხეს. სააკაშვილი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.

ყირგიზეთი

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააპატიმრეს 2019 წლის აგვისტოს დასაწყისში. პოლიტიკოსი კორუფციის საქმეში მოწმე იყო, მაგრამ მან უარი თქვა დაკითხვაზე.

ამის ნაცვლად, ატამბაევმა მომხრეების და თანასოფლელების თანადგომით დაიწყო სოფელ კო-ტოშში საკუთარი სახლის თავდაცვის მიზნით მოწყობა. 

ატამბაევის სახლთან ორდღიანი დაპირისპირება დრამატულად დასრულდა, შეტაკებას სპეცრაზმის ოფიცერი ემსხვერპლა.

თავდასხმის შემდეგ ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს მკვლელობაში, ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობასა და არეულობების ორგანიზებისთვის წაუყენეს ბრალი.

„შეშლილი მეფე“ - ასე შეაფასეს ექსპერტებმა ატამბაევი დაკავების შესახებ. ატამბაევი გახდა ყირგიზეთში პირველი ლიდერი, რომელიც დააპატიმრეს. იგი ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის.

ყირგიზეთის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის ასკარ აკაევის წინააღმდეგ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რის გამოც ის ყირგიზეთში ვერ ჩადის.

მოლდოვა 

მოლდოვა არის საპარლამენტო რესპუბლიკა. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი კორუფციის ბრალდებით 2015 წელს დააკავეს

2016 წელს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2019 წლის აგვისტოში სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასჯელი თითქმის ორი წლით შეამცირა. ის შეიძლება 2021 წელს გაათავისუფლონ. 

მოლდოვის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, და ამავდროულად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მაია სანდუა.​​

2017 წელს, მან გენერალურ პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა, სისხლის სამართლის საქმის წარმოება პრეზიდენტ იგორ დოდონის წინააღმდეგ დაეწყო. სანდუ ქვეყნის პრეზიდენტს ღალატში ადანაშაულებდა, თუმცა პროკურატურამ გამოძიების დაწყებაზე უარი განუცხადა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე