ქუთაისში, გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უძველესი მარნები და სხვადასხვა დროინდელი შენობის ნაშთები აღმოაჩინეს.
სააგენტო „topnews“-ის წყაროს ცნობით, გათხრები მიმდინარეობდა გელათში, წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღმოჩენილია 5 სხვადასხვა ეტაპის შენობების ნაშთები.
ყველაზე ძველი რაც იქ ვიპოვეთ, როგორც ვვარაუდობთ არის ძვ. წ. მეორე, მესამე საუკუნეების სამარხები. რაც შეეხება შენობებს, ზოგი მეათე-მეთერთმეტე საუკუნის, ზოგიც დავით აღმაშენებლის დროინდელი ეპოქისაა. ვხვდებით ასევე თურქული შემოსევების დროს განადგურულ შენობებს ( 1510 წელი), შემდგომ უკვე გვიანი შუა საუკუნეების მარანს,”- აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ნაკრძალ-მუზეუმის დირექტორი როლანდ ისაკაძე.