საბერძნეთში მცხოვრები ქართველი, 32 წლის სალომე გოგინაშვილი, ათენში შაბათს (21/09) 13:00 საათზე დაიკარგა. ბოლო ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო ატიკის მეტროსთან ახლოს იმყოფებოდა.
ინფორმირებულია ათენის პოლიცია. საქმის კურსშია საქართველოს საკონსულო საბერძნეთში.
თუ ვინმემ რამე იცით, მინიმალური ინფორმაციაც კი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გთხოთ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: სალომეს დედა: - 699 7458664
საკონსულოს ცხელი ხაზი: - 699 7458664
დაკარგული გოგონას დედამ, ნონა კუპრეიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ გააზიარონ:
„დედი, არ დამღუპო, გამოჩნდი… გთხოვთ, გააზიარეთ მეგობრებო და მომაძებნინეთ ჩემი გოგო” – წერს ნონა კუპრეიშვილი სოციალურ ქსელში.
32 წლის ქართველი გოგონას შესახებ, ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.