„გაყინული და მშიერი ვიპოვეთ ქუჩაში, ადამიანის სიკვდილს როგორ ვუყუროთ“ - აკა სინჯიკაშვილი

14:14 09-23-2019
680

სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:

„ღამით ქალი ვიპოვეთ ქუჩაში. გაყინული და მშიერი. ამ ადგილას ეძინა. საშინელ დღეშია და სასწრაფოდ ექიმი, საჭმელი და ბევრი რამე სჭირდება, რომ უკეთ გახდეს. ჯანმრთელობა საერთოდ აღარ აქვს, გონებაც არეული აქვს ქუჩაში ყოფნით. სახლი აქვს, მაგრამ ვერ მიდის, აქ მაჭმევენ ხოლმე მაინცო და სახლში არავინ ჰყავს. პენსიასაც აღარ აქვს, წინასწარ ავიღე და ერთი წელი ვერ ავიღებო. დიდი ხანია აქ ვარო ამბობს და მომკითხავიც არავინ ყოფილა ჯერ.

სასწრაფოდ თუ არ ვუშველეთ რაღაცა, მალე უფრო აცივდება და ვერაფრით ვერ გადაიტანს ზამთარს. მოგვეხმარეთ როგორც შეძლებთ რა, ესე ქუჩაში ადამიანის სიკვდილს რანაირად ვუყუროთ. დღესვე დავიწყებთ და მალე კარგად იქნება. აბა ჩვენ ვიცით, ვისაც რა შეგვიძლია რა.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი

GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი

GE90TB7603845061100016

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ ქველმოქმედება და შემდეგ პირველივეა ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.

Akaki Sinjikashvili

#სიკეთეგადამდებია“ - წერს სინჯიკაშვილი. 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე