თურქმა მხატვარმა, სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე - „Meclis-i Mebusan Street“-ის ქუჩაზე მდებარე სახლის კედელზე, ქალის 440 წყვილი შავი ფეხსაცმელი გამოფინა. გამოფენილი ფეხსაცმელი - 2018 წელს თურქეთში კაცების მიერ მოკლული ქალების რაოდენობის მაჩვენებელია,- იუწყება თურქული გაზეთი - „Milliet“.
თურქეთის დედაქალაქ სტამბულის ერთ-ერთ კორპუსზე, 440 მსხვერპლის ხსოვნისადმი, 440 წყვილი ქალის ფეხსაცმელი მიამაგრეს, რომლებიც მეუღლის ხელით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან - ეს მხოლოდ, ამ ქვეყანის გასული წლის მონაცემებია და მეუღლის მიერ, რამდენი დაღუპული ქალია მთელს მსოფლიოში, ამის განსაძღვრა, სავარაუდოდ რთული იქნება.
ამ სახის ინსტალაციის იდეა, თურქ მხატვარ-დიზაინერს ვაჰიტ ტუნას ეკუთვნის. მისივე თქმით, ახალი ინფორმაციები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შესახებ, მედიაში რეგულარულად იჩენს თავს, მაგრამ მათი სწრაფად დავიწყება ხდება. როგორც ჩანს, მხატვარს სურს, ამ პრობლემის მუდმივი შეხსენება.
თურქეთის ზოგიერთ ნაწილში, სახლიდან, გარდაცვლილი ადამიანის ფეხსაცმლის გამოტანა, უბედურების ნიშანია.
„ჩვენ ვერ დავიცავით ქალები, რომლებიც დაიღუპნენ, ისინი გაქრნენ. ფეხსაცმელი შეგვახსენებს, რომ ჩვენ, არ შეგვიძლია დავიცვათ ქალები“, - განაცხადა მხატვარმა.
მისი თქმით, ქალების მკვლელობის პრობლემა თითქმის ხუთი წლის განმავლობაში აწუხებდა. 2016 წელს, ის აღაშფოთა16 წლის ხატიჯი ტაშკინის მკვლელობის ამბავმა, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ სოფელში, მისმა შეყვარებულმა მოკლა.