„ჯერ, ძალიან ახალგაზრდა იყო ჩვენი შვილი“ - „ბიოთი“ დაღუპული ბიჭის მშობლები საზოგადოებას აფრთხილებენ

15:27 09-24-2019
1751

მშობლები, სინთეზური ნარკოტიკის მოხმარების შესახებ, საზოგადოებას მას შემდეგ აფრთხილებენ, რაც მათმა შვილმა, მხოლოდ ერთხალ მიიღო და ვეღარ გაიღვიძა.

width=600

კალიფორნიელი მოზარდის მშობლები საზოგადოებას მიმართავენ, რომ თავიდან აიცილონ სინთეზური წამლების საფრთხეები, მათმა შვილმა, სინთეზური ნარკოტიკი მიიღო, რის შემდეგაც ბიჭი გარდაიცვალა, მათი ოჯახი კი, სამუდამოდ განადგურდა.

width=600

19 წლის კონორ რეიდ ეკჰარდტს სერფინგი, გიტარაზე დაკვრა და სიმღერა უყვარდა, და მას ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, თანატოლების ზეწოლისა და ცდუნების ერთი წამის გამო, ყველაფერი სამუდამოდ შეიცვალა.

მისი ოჯახის წევრები კონორს იხსენებენ, როგორც მოსიყვარულე შვილს და ძმას, რამელმაც მათ დიდი სიხარული მოუტანა.

width=600

2014 წლის 11 ივლისს კონორმა, სინთეზური ნარკოტიკი(ბიო)Spice ან K2 მოიხმარა, რომელიც მას უვნებლად მიიჩნდა. ბიო, არაპოტენციური მცენარეებისგან მზადდება,რომელიც გაჟღენთილია ქიმიკატებით, რაც ასტიმულირებს მაღალი დონის ეფექტს. სრულიად არარეგულირებულია, მათი დამზადება და გაყიდვა იაფია. ის. არც კი ჩანს ნარკოტიკის და ალკოჰოლის ტესტზე, ამიტომ თინეიჯერების უმეტესობა მათ „უსაფრთხოდ“ მიიჩნევს.

width=600

მარიხუანის მიღების შემდეგ, რამდენიმე საათში, კონორი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე მოათავსეს, რადგან მისი სხეული შხამ-ქიმიკატებით იყო გაჟღენთილი.  

კონორის მამამ, დევინ ეკჰარდმა, KTLA- ს განუცხადა: ”თავიდან ფიქრობდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. საბოლოო ჯამში, ექიმებმა ვერ გაარკვიეს, თუ რა გახდა კონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი.  

სინთეზურ ნარკოტიკებთან პრობლემა, უცნობია.

ექიმებმა გვითხრეს, რომ კომაში იმყოფებოდა. ტვინის მცირე შეშუპება მოხდა, - აცხადებს დევინი. სასოწარკვეთილი ოჯახი, კონორის გარშემო შეიკრიბა და გარკვეული დრო მასთან ერთად გატატარა - სანამ ის გარდაიცვალა.

width=600

მისმა დედამ, ვერონიკა ერეკარტმა პორტალ „KTLA“- ს განუცხადა, რომ ამჯერად ოჯახისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ საყვარელი შვილი და ძმა ეგლოვათ. 

”საავადმყოფოში გავატარეთ უამრავი საათი და დღე, ჩვენ შეგვეძლო მისი შეხება, კოცნა და მისი თმებზე თითების შეხებაა.” - ამბობს დედა. ვერონიკა ცდილობდა, ყველაფერი განსაკუთრებული გაეკეთებია, რაც შვილს გაახსენებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ.

და ბოლოს, კონორის სხეულმა ვეღარ გაუძლო და ის გარდაიცვალა. მას სურვილი აუსრულეს და მისი ორგანოები, სხვა ადამიანებს გადაუნერგეს.  

კონორის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მშობლებმა იზრუნეს, რომ ყველგან გაევრცელებიათ სასიკვდილო ფხვნილის საფრთხე, იმ იმედით, რომ დაეხმარებოდნენ მშობლებს, რათა თავიდან აეცილებიათ ეს ტრაგედია.

”ჩვენი ვაჟის გარდაცვალებას, გარკვეული მიზეზი ჰქონდა. როდესაც ის ცოცხალი იყო, ის იყო ნათელი და ეს სინათლე დღემდე გრძელდება, ”- ამბობს დედა.

width=600

კონორის გარდაცვალების ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისმა ოჯახმა ვიდეო და პოსტი გამოაქვეყნა: 

”ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო, ჩვენი ძვირფასი შვილი (ძმა, ძმისშვილი, შვილიშვილი, მეგობარი), რომელმაც ეს ქვეყანა 5 წლის წინ დატოვა.

”ის გარდაიცვალა ნარკოტიკის k2-ის ერთჯერადი მოხმარების შედეგად, რომელიც კანონიერად შეიძინეს“ - ამბობს კონორის დედა.

შეგახსენებთ, რომ სინთეტიკური კანაბინოიდი, იგივე ბიო, ფსიქოტროპული ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც ლაბორატორიებში ამზადებენ. მათი გაყიდვა ფხნილისა და გამოშრობილი, დაჭრილი მცენარის სახით ხორციელდება. მომხმარებლები, მას სხვადასხვანაირად მოიხმარენ. ყველაზე გავრცელებული მეთოდი, კანაფის მსგავსად მოწევაა. მწარმოებლები მას სხვადასხვა ბრენდის სახელით ახარისხებენ, როგორიცაა Spice, K2, Joker, Black Mamba, Kush და Kronic-ი.

ავტორი: რუსა ღვანიძე