საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, უსაფრთხოების სამმართველოს პოლიციელებმა, უცხოელთა მიერ კონტროლირებადი, ატიკის რაიონის დიდი ტერიტორია გაანადგურეს.
პოლიციამ დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულები.
კერძოდ, დააკავეს 15 ადამიანი, აქედან 12 უცხოელი და სამი ბერძენი. ამავდროულად, გაათავისუფლეს ექვსი მოლდაველი, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლი იყვნენ და მიიღეს დახმარება და ამჟამად, სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფებიან.
საქმის პრეზენტაციის დროს, ორგანიზებული დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის დირექტორმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მოლდოველი ქალები ჩამოასახლეს და საბერძნეთში მათი გადაყვანის შემდეგ, აიძულეს მათ ათენის იზოლატორში სექსუალური აქტის ჩატარება. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ქალები ჩაკეტილები ჰყავდათ 6 ნაქირავებ ბინაში ათენის ცენტრალურ ნაწილში; რომ არ გაქცეულიყვნენ, დოკუმენტები ჩამოართვეს, სხვადასხვა მეთოდით აშანტაჟებდნენ, მათ შორის, ოჯახებზე შურისძიებით…
აღსანიშნავია, რომ თითოეული ქალი, დღეში 40-ზე მეტ ადამიანს ემსახურებოდა, ხოლო თითოეული გოგოს მოგება დაახლოებით 100 000 ევრო იყო. დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ოჯახური წყვილი ალბანეთიდან.
დამნაშავეთა აყვანის ოპერაცია 21 სექტემბერს დაიწყო. გარდა 6 მოლდოველი ქალისა, რომლებიც იძულებით ეწეოდნენ პროსტიტუციას, ათ ბორდელში პოლიციამ აღმოაჩინა, 18 მეძავი, მათ შორის, 10 უცხოელი. სამ მათგანთან დაკავშირებით, დაწყებულია, ადმინისტრაციული დეპორტაციის პროცესი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამნაშავეთა ჯგუფმა, ათენის სამი სამთავრო სახლი, მილოსში მდებარე რესტორანი და ჰანიაში მდებარე მიწის ნაკვეთი შეიძინა.