„ამ სიტყვაზე ალერგია მაქვს!” - პაპი ფრანცისკე „ზედსართავი სახელის“ გამოყენებას აკრიტიკებს

18:22 09-25-2019
146

რომის პაპმა ფრენსისმა ზედსართავი სახელების გამოყენება შეაფასა, ვატიკანის საკომუნიკაციო ჯგუფთან, პირად შეხედულებებზე ისაუბრა და განაცხადა: ”ამ სიტყვაზე, ალერგია მაქვს”.

width=600

პორტალ „Guardian“-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, მრევლთან სიტყვით გამოსვლისას, რომის პაპმა ყურადღება გაამახვილა სიტყვაზე - ჭეშმარიტი, განსაკუთრებით ჭეშმარიტი ქრისტიანების დახასიათებისას.

”ჩვენ ზედსართავი სახელების და ზმნის კულტურას შევეჩვიეთ და დაგვავიწყდა არსებითი სახელების სიტყვების ძალა... რატომ საუბრობენ ისინი „ჭეშმარიტ ქრისტეზე“? ეს არის ქრისტიანი! არსებითი სახელი - ქრისტე - უკვე ჭეშმარიტს ნიშნავს. მე ვარ ქრისტე, ძლიერია: დიახ, იგი ზედსართავი  სახელია, რომელიც დაერთვის არსებით სახელს, მაგრამ ეს, მხოლოდ არსებითი სახელია“.

”კომუნიკატორმა უნდა გააცნოს ხალხს არსებითი რეალობა, რომელიც ხალხის რეალობას ასახავს. და ეს არის, კომუნიკაციის მისია: კომუნიკაცია რეალობასთან, ზედსართავების ან ზმნების გარეშე”.

ფრენსისმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს გაესაუბრა და განაცხადა: ”მე უნდა წავიკითხო სიტყვა. ეს, არც ისე დიდ დროს წაგართმევთ, შვიდი გვერდია… მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პირველი გვერდის წაითხვის შემდეგ, უმეტესი ნაწილი დაიძინებს”.

მან ასევე დაამატა, რომ ”კომუნიკაცია ეკლესიისთვის - ეს მისიაა. არც ერთი განხორციელებული ინვესტიცია, არ არის ღვთის სიტყვაზე მნიშვნელოვანი. ამავე დროს, ყველა ტალანტი კარგად უნდა დაიხარჯოს, რომ ნაყოფი გამოიღოს.”

ფრანცისკემ, მადლობა გადაუხადა მრევლს, მათი საქმიანობისთვის და მხარდაჭერისთვის.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე