ტომ ჰენქსი „ოქროს გლობუსზე“ სესილ ბ. დემილის ჯილდოს მიიღებს

12:42 09-26-2019
142

ტომ ჰენქსს, „ოქროს გლობუსზე“ სესილ ბ. დემილის ჯილდო გადაეცემა.

CNN- ის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში დაგეგმილ, „ოქროს გლობუსის“ 77-ე დაჯილდოებაზე, მსახიობ ტომ ჰენქს სესილ ბ. დემილის ჯილდო გადაეცემა“ - აცხადებს ჰოლივუდის საგარეო პრესის ასოციაცია.

„სამ ათეულ წელზე მეტია, მან აუდიტორიით მდიდარი და სახალისო პერსონაჟებით მოხიბლა, რომლებიც ჩვენ შევიყვარეთ და მისი შესრულებული როლებით, აღფრთოვანებულები ვართ. რაც არ უნდა დამაჯერებელი იყოს ეკრანზე, ის კამერის მიღმაც ისეთივეა, როგორც მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი.” - განაცხადა HFPA– ს პრეზიდენტმა ლორენცო სორიამ.

სესილ ბ. დემილის პრემია მიენიჭა მათ, ვინც HFPA– ს მიერ არის აღიარებული და  რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს კინოინდუსტრიაზე. წარსულში გამარჯვებული ლაურეატები არიან ჯეფ ბრიჯსი, რობერტ დე ნირო, ოდრი ჰეპბერნი, ჰარისონ ფორდი, ჯოდი ფოსტერი, სოფია ლორენი, სიდნი პუატიე, სტივენ სპილბერგი, დენზელ ვაშინგტონი და რობინ უილიამსი.

width=600

ჰენქსი, რომელმაც ითამაშა ფილმებში დიდი(Big), ფილადელფია(Philadelphia), ფორესტ გამპი(Forrest Gump) და Rogue, 2018 წლის „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებული იყო ფილმიდან - საიდუმლო მასალები(The Post). 

გარდა ამისა, ის ისტორიაში ორი მსახიობიდან ერთ-ერთია, რომელმაც მიიღო „საუკეთესო მამაკაცის“ ჯილდო. მან პირველი „ოსკარი“ აიღო, 1994 წელს შიდსით დაზარალებული იურისტის, ენდრიუ ბეკეტის როლისთვის, ფილმიდან „ფილადელფიაში“, ხოლო მომდევნო წელს გაიმარჯვა ფილმის „ფორესტ გუმპში“, საუკეთესო შესრულებისთვის. ორივე ფილმისთვის, მას ასევე - „ოქროს გლობუსის“ ჯილდო გადაეცა. 

ასევე გავრცელდა ინფორმაცა, ჰენქსის ახალი ნომინაციების შესახებ, მისტერ როჯერსის პორტრეტიზაციისთვის, ფილმიდან  „მშვენიერი დღე სამეზობლოში“(A Beautiful Day in the Neighborhood), რომლის პრემიერა - 2019 წლის 22 ნოემბერს არის დაგეგმილი.

width=600

ტომ ჰენქსი - „ოქროს გლობუსის“ 8 გზის გამარჯვებული და 15-ჯერ ნომინანტი, ჯილდოს, 5 იანვრის ცერემონიაზე მიიღებს.

ავტორი: რუსა ღვანიძე