ათენში დაკარგული ქართველი გოგონა იპოვეს

15:05 09-26-2019
17015

„ათენში დაკარგული ქართველი გოგონა, სახელად სალომე იპოვეს. არის ცოცხალი და იმყოფება ელეფსინაში, კერძოდ თრიასიოს საავადმყოფოში. ამ წუთას მისი ახლობლები იქ მიდიან.

დამატებითი დეტალები ჯერ არ ვიცით“ - წერს georgians.gr

width=600

რამდენიმე საათის წინ, სალომეს დედამ ნონა კუპრაშვილმა, საბერძნეთის ტელევიზიას - „StarTvGreece“ ინტერვიუ მისცა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი, 32 წლის სალომე გოგინაშვილი, ათენში, შაბათს (21/09) 13:00 საათზე სახლიდან გავიდა და დაიკარგა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო ატიკის მეტროსთან ახლოს დააფიქსირეს.

ავტორი: რუსა ღვანიძე