ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაურ ცხოველებს ცოფზე უფასოდ აცრის

09:16 09-28-2019
65

28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, 10 მისამართზე ჩაატარებს. 

სააგენტოს ინფორმაციით,  ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ჩატარდება. სააგენტოს ავტომობილი მისამართებზე განრიგში მითითებულ დროს მივა და ოთხფეხა პაციენტებს ერთ მისამართზე საათნახევრის განმავლობაში მოემსახურება.

მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 421 424 და ამის შემდეგ მიიყვანონ ცხოველები ვაქცინაციის ჩასატარებლად მათთვის ხელსაყრელ მისამართზე.

უფასო ვაქცინაციის განრიგი 28 სექტემბერს შემდეგნაირია: 

  • ვარკეთილი,  მედიათეკის სკვერი,  ჯავახეთის ქუჩისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების კვეთა - 08:30-10:00 სთ. 
  • ავლაბარი, ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერი (ლეხ კაჩინსკის ქუჩა N11-ის მიმდებარედ) – 10:30-12:00 სთ.
  • ორთაჭალა, კრწანისის ქუჩა N7, კრწანისის სკვერი - 12:30 -14:00 სთ. 
  • ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N267-ის მიმდებარე სკვერი (პოლიციასთან) – 15:00-16:30 სთ.
  • მეტროსადგურ „ღრმაღელესა“ და სანზონის N1 კორპუსს შორის მდებარე სკვერი - 17:30-19:00 სთ.
  • ია კარგარეთელის ქუჩა N133/11, ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღის შესასვლელთან - 08:30-10:00 სთ. 
  • მ. კოსტავას N37, ვერის ბაღის შესასვლელთან - 10:30-12:00 სთ.
  • ბუკიას ბაღი - 12:30-14:00 სთ.
  • ა. ბელიაშვილის ქუჩა N1, ბრატისლავას სახელობის სკვერი- 15:00-16:30 სთ. 
  • გლდანი, მე-6 მიკრორაიონი, მე-7 და მე-20 კორპუსებს შორის მდებარე პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) - 17:30-19:00 სთ.