ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში ძმამ ძმა დანით მოკლა

10:46 09-28-2019
491

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში ძმის მკვლელობისთვის ბრალდებული, 36 წლის კაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

შს სამინისტროში „პრაიმტაიმს განუცხადეს, რომ დაკავებული ბრალს აღიარებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდაცვლილი 1985 წელსაა დაბადებული. გავრცელებული ცნობით, ძმამ ძმა ცივი იარაღით (დანით) მოკლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

ავტორი: თეა შონია