„დავფიქრდები სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლაზე“ - „ქართველი ჰალკი“ ლევან საგინაშვილი ნაწყენია

15:30 10-03-2019
10039

„ქართველი ჰალკი“, 7- გზის მსოფლიო და 6 - გზის ევროპის ჩემპიონი ლევან საგინაშვილი, რამდენიმე დღის წინ, ჩინეთში მკლავჭიდელთა შორის გამართულ, მსოფლიოს „ტოპ 8“-ის მეორე ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

width=600

ჩემპიონმა, პირველი გამარჯვება, 5 აპრილს მალაიზიაში მოიპოვა, სადაც  მეოთხედფინალში, ამერიკელ მკლავჭიდელ ტიმ ბრესნანს შეხვდა და 6:0 დაამარცხა.

საგინაშვილმა, 15 სექტემბერს ჩინეთში ქ. შენჟენში გამართულ ტურნირის - ტოპ 8-ს მეორე ეტაპიც წარმატებით დაასრულა და ყაზახი  მოწინააღმდეგე - კიდირგალ ონგარბაევი 6:0 დაამარცხა. 

width=600

„პრაიმტაიმი“, ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს ლევან საგინაშვილთან, რომელსაც წარმატებებზე და სამომავლ გეგმებზე ესაუბრა და გაარკვია, რომ ჩინეთის ტურზე გამარჯვების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული „რკინის კაცი“, ახლობლების და მეგობრების გარდა, ამ დრომდე არავის გახსენებია. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მსოფლიოში „ჰალკის“ სახელით ცნობილ სპორტსმენს, აეროპორტში, მხოლოდ ახლობლები და მეგობრები დახვდნენ. როგორც გაირკვა, ჩემპიონს, მკლავჭიდის ფედერაციის და სპორტის სამინისტოს, მათ შორის არც ტელევიზიის არც ერთი წარომადგენელი არ დახვედრია და დღემდე, არავინ გამოხმაურებია.

- ისრაელში უფრო კარგად დამხვდნენ, ვიდრე საქართველოში. იქაური სპორტის ფედერაცია და კერძო კლუბები, გადამყვნენ თავზე. ყაზახ ჩემპიონს რომ მოვუგე, სამშობლოში დაბრუნებულს, ისეთი დახვედრა მოუწყეს, „შემშურდა“. ბილბორდებზე, მისი ფოტოები გამოაკრეს. რომ მოეგო, ალბათ ერთ „უბანს“ აჩუქებდნენ. მე რომ საქართველოში დავბრუნდი, ძმაკაცმა „შაურმაზე“ დამპატიჟა. სავარაუდოდ უკვე დავფიქრდები, სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლაზე“.

- როგორ დახვდნენ შენთან დამარცხებულ ყაზახ ჩემპიონს და რა პრიზები გადასცეს?

- პირველი ტურის გაიმარჯვების შემდეგ, ყაზახ სპორტსმენს, სპორტის ფედერაციამ 100 000 დოლარიანი „Toyota land cruiser“-ის მარკის ავტომობილი და ცხენი გადასცა საჩუქრად“ - ამბობს ლევანი.

 - რა პირობებში გიწევდა ვარჯიში საქართველოში და ვინ წვრთნიდა ყაზახ ჩემპიონს?

- ყაზახ ჩემპიონს, კიდირგალ ონგარბაევს ჩემთან საბრძოლველად, სპეციალურ საწვრთნელ ბაზაზე, ხუთი მწვრთნელი ამზადებდა. ჩინეთის ტურზე კი, ყაზახეთის სპორტის მინისტრმა გამოაცილა. მე კი თბილისში, გაუსაძლის სიცხეში, „შემწვარ კარტოფილზე“ ვვარჯიშობდი“ - ამბობს ლევანი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში. 

 - ვინ არის თქვენი სპონსორი, რომელიც ტურებზე გაფინანსებთ?

- ერთი „თეთრითაც“ არავინ დამიდგა გვერდით. ჩემმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და მეგობრებმა, ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე, თითქმის ყველა მსხვილი კომპანია მოიარეს და არც ერთი არ დაინტერესდა ჩემით. ამ ტურის დასრულების შემდეგ, სერიოზულად დავფიქრდები - დავფიქრდები, იქნებ მომავალში, სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდე“ - ამბობს საგინაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ „ტოპ - 8“-ს ფინალი 8 დეკემბერს, პოლონეთში, ქ. რუმიაში გაიმართება, სადაც მსოფლიო ჩემპიონი ლევან საგინაშვილი, გადამწყვეტ ტურში რუს ჩემპიონ - ვიტალი ლალეტინთან იბრძლებს.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე