ვიქტორია ბეკჰემი ელექტრიკოსის საცოლე იყო

17:47 10-03-2019
347

სანამ ვიქტორია ბეკჰემი თავის ბედს ფეხბურთის ვარსკვლავს დაუკავშირებდა, იგი ელექტრიკოსზე - მარკ ვუდზე იყო დანიშნული.

ვიქტორია 14 წლის სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც მარკ ვუდი გაიცნო, რომელიც მისი მშობლების ელექტრო-კომპანიაში მუშაობდა.

მომღერლის პირველი საქმრო მასთან საცხოვრებლად 1994 წელს გადავიდა და ხელიც მალევე სთხოვა. წყვილმა ერთად 6 წელი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორიას და მარკს არ უქორწინიათ, „სფაის გერლსის“ წევრი საქმროს გვარზე იყო გადასული.

ვიქტორიამ თავის პირველ საქმროსთან ურთიერთობა სწორედ „სფაის გერლსის“ აღმავლობის პერიოდში დაასრულა.

როგორც ვიქტორია ბეკჰემი იხსენებს „ეს არიყო ჩემთვის შესაფერი პიროვნება. არ მსიამოვნებდა ეს ურთიერთობა და ამიტოვაც დავასრულე. თუმცა მისთვის ბეჭედი უკან არ დამიბრუნებია. დღემდე მაქვს ის ბეჭედი, რადგან საშინელი ბეჭედია. ამის თქმით, ძალიან მატერიალისტი ვეგონები ხალხს.“

მომღერალმა დევიდ ბეკჰემზე 1999 წელს იქორწინა. მათი ქონება დღეს 750 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ვიქტორიას და დევიდს ოთხი შვილი ჰყავთ და უძრავ ქონებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფლობენ.

ავტორი: მარიამ გიგანი