ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი გია ყანჩელი, 2 ოქტომბერს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლეგენდარული კომპოზიტორის გარდაცვალებას, რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის გიორგი დანელიას ქვრივი გალინა იურკოვა-დანელია ეხმიანება. მან, რუსულ სააგენტო „ФАН“ -თან ინტერვიუში, ყანჩელის შემოქმედებაზე და ბოლო დროს განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა.
კომპოზიტორის გარდაცვალების შესახებ, მან სააგენტოსგან შეიტყო და განაცხადა, რომ გენალური კომპოზიტორის გარდაცვალება, მისთვის შოკი იყო.
თქვენ მე მომკალით... შენც იქ უნდა გაფრინდე..., - ამბობს იურკოვა-დანელია.
მისი თქმით, ბოლო წლებში, ყანჩელი თბილისში ცხოვრობდა. კომპოზიტორი, ბოლო ხანებში ავადმყოფობდა, რის გამოვ სახლიდან საავადმყოფოში და უკან, რამდენჯერმე გადაიყვანეს. მაგრამ ცოტა ხნის წინ, ოჯახთან ერთად დარჩენა ამჯობინა.
მას გული ... მას გული მუდამ აწუხებდა. თირკმელები აწუხებდა, - იხსენებს დანელიას ქვრივი.
ყანჩელის და დანელიას თანამშრომლობის შესახებ, მან აღნიშნა, რომ მისი მეუღლე კომპოზიტორთან, სიკვდილის ბოლო წუთამდე მუშაობდა.
”ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ. ძალიან წარმატებულად მუშაობდნენ. ბევრსაც.” - თქვა იურკოვა-დანელიამ.
ის, ოჯახის მეგობრის შესახებ, ერთ-ერთ კურიოზს იხსენებს. მისი თქმით, კომპოზიტორი ძალიან შეურაცხყოფილი იყო, როდესაც ამის შესახებ ამბობდნენ:
”აჰ, ეს არის ის, ვინც დაწერა” ჩიტო გვრიტო ”.
მაესტროს აღიზიანებდა ეს ფრაზა და ამბობდა: - ” რა თქმა უნდა, მაგრამ - მეტი არაფერი დამიწერია!”.
”ის შესანიშნავი კომპოზიტორი იყო. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპოზიტორი”, - აცხადებს დანელიას ქვრივი.
იხილეთ ვიდეო, სადაც გიორგი დანელია თავად მღერის. ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკაზე - „ადამიანებს, მხოლოდ ერთხელ კარგავენ“(Людей теряют только раз).
რეჟისორი ასრულებს სიმღერას საკუთარი ფილმიდან - “ცრემლები ცვიოდა“(Слезы капали), რომლის მუსიკაც გია ყანჩელმა დაწერა, ტექსტის ავტორი კი, გენადი შპალიკოვი. გიორგი დანელია ფილმის რეჟისორი და სცენარისტი გიორგი დანელია - 1982 წელი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი დანელიას ფილმების უმრავლესობისათვის მუსიკა, გია ყანჩელმა დაწერა, მანვე მიუძღვნა რეჟისორს, მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის – პატარა დანელიადა“. ყანჩელია იყო მუსიკის ავტორი, დანელიას ისეთი ლეგენდარული ფილმების, როგორიცაა „მიმინო“ და „კინ-ძა-ძა“.