მამამ 6 წლის ბიჭი მას შემდეგ მოკლა, რაც მისი სხეულიდან „ეშმაკის განდევნას“ ცდილობდა - საზარელი შემთხვევა არიზონას შტატში - ვიდეო

17:09 10-04-2019
668

არიზონას შტატ ტუქსონში, პოლიციამ დააპატიმრა მამა, რომელიც საკუთარი შვილის მკვლელობაში დაადანაშაულეს. ის, 6 წლის ბიჭის სხეულიდან, „ეშმაკის განდევნას“ ცდილობდა. 

width=600

პოლიციამ, 31 წლის პაბლო მარტინესს, იმავე დღეს ბრალდება, მკვლელობის მუხლით წაუყენა.  

საინფორმაციო სააგენტო „KOLD“– ის მიერ მიღებულ სასამართლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მარტინესმა განაცხადა, რომ გასულ კვირას მან შენიშნა, რომ მისი ვაჟი „დემონის“ მსგავსად იქცეოდა და, ბავშვის ბანაობის დროს, “მასში, „დემონის“ მსგავსი რაღაც დაინახა” და მისი განდევნა სცადა. სავარაუდოდ, მარტინესმა ბიჭს ცხელი წყალი ყელში ჩაასხა. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ბიჭს, ხუთი-ათი წუთის განმავლობაში, ყელში, ცხელ წყალს ასხამდა. 

width=600

ბიჭის დედინაცვალმა - რომელია მარტინეზმა, გამომძიებლებს განუცხადა, რომ სააბაზანოდან წყლის ბუყბუყის ხმა ისმოდა და კარების გაღება სცადა, მაგრამ ის ჩაკეტილი იყო.  სავარაუდოდ, ქალი ყვიროდა, რომ მამა შეეჩერებინა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.

პოლიციელების ინფორმაციით, ბიჭი, სრულიად შიშველ მდგომარეობაში, საწოლში დამალული დახვდათ.

width=600

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ექვსი წლის ბავშვი, მალევე გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც იგი „ბანერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში“ გადაიყვანეს, დადგინდა, რომ ბიჭს, სხეულის 15 პროცენტი, დამწვარი ჰქონდა.  

დაწყებითი სკოლის „ლინ ურკიდესის“ დირექტორმა, მარისა სალსიდომ,  მშობლებს წერილი მიწერა, რომელშიც ღრმა სინანულს და მწუხარებას გამოთქვამს მისი დაღუპვის გამო. სალსიდომ სასამრთლოზე პირობა დადო, რომ მიიღებენ კონსულტაციებს, რათა უზრუნველყონ მოსწავლეების მიმართ, დახმარებები და მათ მხარდასაჭერად, ყველა საჭირო ზომებს მიიღებენ.

აშშ-ის მარშალის სამსახურმა გარდაცვლილი ბიჭის მამა, პაბლო მარტინესი, სასამართლოში გამოცხადებისთანავე დააკავა, იუწყება KOLD.

ავტორი: რუსა ღვანიძე